დღეისათვის, მაღაზიებში სათამაშოების ზღვა არჩევანია წარმოდგენილი: რბილი, ხის, გასავითარებელი, მუსიკალური, სამაგიდო და ა.შ. სამწუხაროდ, მშობელთა დიდი ნაწილი დაუფიქრებლად ყიდულობს სათამაშოებს თავისი ბავშვისთვის და თანაც ისე, რომ არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ფაქტორს. ერთი შეხედვით უწყინარ სათამაშოს ბავშვისთვის ზიანის მოტანა შეუძლია, თუ ის არასწორად იქნა შერჩეული.
ჯანმრთელობის საშიშროებას რომ თავი დავანებოთ, ნეიროფსიქოლოგიური თვალსაზრისით, არც უზომოდ ბევრი სათამაშოს ქონაა კარგი ბავშვისთვის. როცა სახლი სათამაშოების საწყობს ემსგავსება, პატარებს ოცნების საშუალებაც აღარ აქვთ. ისინი ადვილად კარგავენ თამაშისადმი ინტერესს. მშობლებს უკვირთ, რატომ ითამაშა ბავშვმა ახალი სათამაშოთი მხოლოდ 5 წუთი და შემდეგ მიაგდო ის. ფაქტია, ბავშვს კვლავ მოწყინდა.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ჩვილის სათამაშოების შეძენისას. ამ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ყუთზე დატანილი ასაკისა და ინსტრუქციის წაკითხვა. თქვენ აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ სათამაშო არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, არ დაიშლება პატარა ნაწილებად და ნამდვილად ხარისხიანია. ჯობს შეიძინოთ 2 ან 3 ხარისხიანი სათამაშო, ვიდრე იყიდოთ ბევრი და უხარისხო.
ნეიროფსიქოლოგიის პრინციპებიდან გამომდინარე, ხანგრძლივი მუსიკალური თანხლება ბავშვს ხმაურიან ფონს აჩვევს, რომელიც მაშინაც ჩაესმის პატარას ყურებში, როცა სათამაშო გამორთულია. ხანგრძლივი სიჩუმის დროს კი ბავშვს უჩნდება ხმაურის მოთხოვნილება და ვერ მშვიდდება, სანამ არ ჩაირთვება მისთვის “სასიამოვნო ხმაური”. ვიზუალური სპეცეფექტები ფერადი განათებების სახით - ორმაგი შოკია ჩვილის ჩამოუყალიბებელი ნერვული სისტემისათვის. მას აუდიო და ვიზუალური აღქმა ერთმანეთში ერევა და “ზომბირებული” ხდება, რადგან მის ნერვულ სისტემას ჯერ არ შეუძლია დაამუშავოს ეს ორი ინფორმაცია ერთდროულად.
ცნობილია, რომ სწორედ სათამაშოების დახმარებით სწავლობს და შეიმეცნებს ბავშვი გარესამყაროს. თითოეულ სათამაშოს უნდა ჰქონდეს შეფუთვაზე ან ბროშურაზე დატანილი მკაფიო და თვასაჩინო ნიშნები და აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
სათამაშოს დასახელება; მწარმოებელი ქვეყანა; მწარმოებლის სახელი და ადგილმდებარეობა; მწარმოებლის სავაჭრო ნიშანი; ბავშვის მინიმალური ასაკი, ან პიქტოგრამა, რომელზეც მითითებულია, თუ რომელი ასაკიდანაა ნებადართული სათამაშო; ძირითადი შემადგენელი მასალა; სათამაშოს მოვლა-შენახვის ინსტრუქცია; დამზადების თარიღი. ასევე, სათამაშოს ყუთზე უნდა იყოს დატანილი ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხეების შესახებაც. სათამაშო, რომელიც განკუთვნილია ასაწყობად, უნდა იყოს დეტალური ინსტრუქციით.
ყურადღება მიაქციეთ სერტიფიკატს. სათამაშოები ერთმანეთისგან ბავშვის ასაკის მიხედვით განსხვავდება და თქვენი შვილის ასაკის მიხედვით უნდა აირჩიოთ. ჩვილის სათამაშოებს უნდა ახასიათებდეს მკაფიო ფერები, სიკაშკაშე და ფაქტურა. პატარას უნდა სიამოვნებდეს მათი შეხება, თვალიერება და მოსმენა. უპირატესობა მიანიჭეთ მკაფიო, თბილ ფერებს.
დააკვირდით კიდეებს. ჩვილის სათამაშოს მომრგვალებული, რბილი და გლუვი კიდეები უნდა ჰქონდეს. არავითარი მკვეთრი კუთხე და წვეტები. საღებავი უნდა იყოს ნერწყვის და სისველის გამძლე. გარსი უნდა იყოს სუფთა, ნაკაწრების და ბზარების გარეშე.
გასათვალისწინებელია სათამაშოს წონაც. 3 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო არ უნდა იყოს 100 გრამზე მძიმე.
თუ სათამაშოს აქვს თასმები, თოკი, ბოლოში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ხელის მოსაკიდი რგოლი, ან ბურთულა.
რბილ სათამაშოებს არ უნდა ერღვეოდეს ადვილად ნაკერები, რადგან შესაძლოა შიგთავსი გარეთ გამოვიდეს და ბავშვმა ის პირში ჩაიდოს.
ჩვილის სათამაშოს არჩევისას გახსოვდეთ, რომ არასწორად არჩეულმა სათამაშომ, ბავშვის ჯანმრთელობას შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. დაბალი ხარისხის სათამაშოების შეძენამ შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლა, ალერგიის რეციდივები, ტრავმული დაზიანებები. დაბალი ხარისხის, იაფფასიანი სათამაშო შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ქიმიკატებს, მათ შორის - ალერგიის გამომწვევ ფორმალდეჰიდს.
მაღაზიათა ქსელში XS Toys/ XS სათამაშოები ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭირო მოთხოვნას. დაათვალიერეთ ჩვილის სათამაშოები.