ქორწინებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ ხდება საერთო და ინდივიდუალური ქონების განსაზღვრა, OK&CG-ის ადვოკატი დავით მუმლაძე გვესაუბრება.
- რა სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს ქორწინების რეგისტრაცია?
- საზოგადოების გარკვეული ნაწილი ქორწინების რეგისტრაციას არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას და მიიჩნევს ფორმალურ მხარედ, მაშინ როდესაც მოქმედი რეგულაციების თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა- როგორ არეგულირებს კანონმდებლობა მეუღლეთა ქონებრივ უფლება-მოვალეობებს?
- რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენილი ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება წარმოადგენს მეუღლეთა საერთო ქონებას მიუხედავად იმისა, თუ- რა არის საქორწინო ხელშეკრულება და როდის ხდება მისი დადება?
- კანონმდებლობა მეუღლეებს ანიჭებს შესაძლებლობას საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით თავად მოაწესრიგონ ქონებრივი უფლება-მოვალეობები და შეთანხმდნენ ქონებრივი უფლებების წარმოშობის კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. საქორწინო ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ასევე ნებისმიერ დროს რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქორწინების რეგისტრაციამდე დადებული საქორწინო ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან. საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და სავალდებულოა მისი სანოტარო წესით დამოწმება.რა სახის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებად და შეიძლება თუ არა აღნიშნული ქონება გადაიქცეს მეუღლეთა საერთო ქონებად?
ქორწინების რეგისტრაციამდე მეუღლეთა საკუთრებაში არსებული ქონება წარმოადგენს მათი ინდივიდუალური საკუთრების საგანს. მეუღლეთა საერთო ქონებრივი უფლებები არ ვრცელდება ისეთ ქონებაზე, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან/და ჩუქებით მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქონება მეუღლეს შესაძლებელია მიღებული ჰქონდეს რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში. მიუხედავად კანონმდებლობის ამგვარი დათქმისა, მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული თითოეული ქონება შესაძლებელია ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად იმ შემთხვევაში თუ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში ქონებაზე გაწეული ხარჯების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება ნივთის ღირებულება.