კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან, 25 თებერვლიდან აღდგება.
თუმცა, გამართულ შეხვედრაზე არ უთქვამთ, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა შაბათ-კვირას მოიხსნება თუ კვლავ ძალაში დარჩება. უამრავ მოქალაქეს აინტერესებს, შაბათ-კვირას იმუშავებს თუ არა მეტრო, ავტობუსები, სამარშრუტო მიკროავტობუსები.
ამბის გადასამოწმებლად ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზს დავუკავშირდით:
"შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს, რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, ამასთან დაკავშირებით ველოდებით დადგენილებასა და ინფორმაციის დაზუსტებას."- გვითხრეს ცხელ ხაზზე.
თამარ იაკობაშვილი