ყველაზე მსუქანმა ბავშვმა მსოფლიოში 100 კილოგრამი დაიკლო - "უკვე შემიძლია თანატოლებთან თამაში და სკოლაში სიარული"
ყველაზე მსუქანმა ბავშვმა მსოფლიოში 100 კილოგრამი დაიკლო - "უკვე შემიძლია თანატოლებთან თამაში და სკოლაში სიარული"
11 წლის ინდონეზიელი არია პერმანა 190 კილოგრამს იწონიდა და მსოფლიოს რეკოდსმენად მიიჩნეოდა ბავშვებს შორის. დიდხნს ებრძოდა ზედმეტ წონას, ახლა კი ლამის განხევრებულია. 

აქამდე მის ბავშვობაც ვერ უწოდებდი ბედნიერსა და სრულყოფილს. უზარმაზარი წონის გამო ზრდასრულთა ტანსაცმელსაც კი ვერ იცვამდა, რომ აღარაფერი ვთქვათ თანატოლებთან თამაშზე. სკოლაშიც არ დადიოდა - ჩვეული მარშრუტის გადალახვა მისთვის გადაუჭრელი ამოცანა იყო.
mshoblebi
მან ჯერ კიდევ 5 წლის წინ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, როცა მედიკოსებმა პატარა აბაზანაში მწოლიარე ნახეს (ცოტათი მაინც რომ გაეგრილებინა ტანი სიცხისგან) და აღმოაჩინეს, როგორ არაჯანსაღად იკვებებოდა.

როგორც კი ბავშვი ჯანსაღი კვების წესზე გადავიდა და ფიზიკური დატვირთვები დაიწყო, მაშინვე შეიცვალა ყველაფერი. "საკვები ულუფა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს, კვირიდან კვირამდე, და არა ერთბაშად, როგორც ბევრი აკეთებს. თავიდან მთელ თეფშ ბრინჯს ვჭამდი, მერე გადავედი 5 სუფრის კოვზზე. არ არის საჭირო დიეტის გართულება და ყველაფერი გამოვა", - ამბობს არია.
mshoblebi
და სკოლაში სიარული"" width="600" />
ახლა ბიჭი ყოველდღე 3 კილომეტრს დადის ფეხით და ხეზე აძრომა და ველოსიპედით სეირნობაც კი შეუძლია. 
"შემიძლია სპორტით დავკავდე, კალათბურთსაც ვთამაშობ მეგობრებთან ერთად. 2015 წელს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა", - ამბობს არია.
mshoblebi
10 წლისა მიეჩვია კოკა-კოლას და სწრაფი მომზადების ატრიას. იმდენს ჭამდა, რამდენსაც ორი ზრდასრული ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იმყოფინებდა. მისი მშობლები, 39 წლის როკაია და 50 წლის ადა ძალიან იყვნენ შეშფოთებული, მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ.
mshoblebi
როცა დიეტოლოგების რჩევით დაიწყო კვება, უკვე 4 თვეში 9 კილოგრამი დაიკლო. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და კუჭის დაპატარავების ოპერაცია ჩაუტარდა. ახლა აგრძელებს ჯანსაღად კვებას და მოძრაობას, ფიზიკურ აქტივობას, რომ აღარ დაუბრუნდეს უწინდელ წონას.

2086
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები