ჟურნალისტ ნინო შუბლაძის და სოფო შუბლაძე, რომელიც კოვიდ 19-ით გამოწვეული გართულებების შემდეგ დამძიმდა და დიდხანს იბრძოდა გადარჩენისთვის, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. კოლეგები უსამძიმრებენ ნინოს ამ ტრაგედიას:
ნათია მიქიაშვილი:
"ძალიან მაგარი გოგო წავიდა... არც ვიცი რა გითხრა შუბლიკ... უნდა გაუძლო... მიყვარხარ..."
ნანუკა ჟორჟოლიანი:
"დაუჯერებელია! ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს სიცოცხლე, როგორც სოფოს უყვარდა. და ასე იშვიათად უყვართ ადამიანებს ერთმანეთი, როგორც თქვენ გიყვარდათ!
Nino Shubladze ღმერთს ვთხოვ მოგცეს ძალა, ამ ჯოჯოხეთს გაუძლო!"
ეკა ხოფერია:
"ეს რა ჯანდაბა დროში ვცხოვრობთ!!! და რეებს ვეგუებით და რაზე ვწერთ... ჩვენს გვერდით ჩვენი ახლობლები გვეცლებიან ხელიდან... რა ვიცი, რა უნდა დავწერო! ნინ, ასმაგად უნდა გაძლიერდე, როგორ მიყვარს შენი სოფო და როგორ ვერაფრით განუგეშებ. ჩვენი სოფო შუბლაძე. ჩემთვის "სითის" ბჟუტურა... მართლა ვერ ვიჯერებ, ამას რომ ვწერ".
ნიკა გვარამია:
"სოფო შუბლაძე გარდაცვლილა, ახლა გავიგე. ყველაფერი მეწვის, ისე მეტკინა და მეწყინა ეს საშინელი ამბავი. ეს უკეთილესი და ძალიან ნიჭიერი, დიდი ენერგეტიკის ადამიანი როგორ წავიდა ამ ქვეყნიდან და დაგვტოვა, ვერც კი ვიჯერებ.
ვუსამძიმრებ ოჯახს და განსაკუთრებით ნინო შუბლაძეს, რომლისთვისაც სოფო ნამდვილად მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ და. უმძიმესი დრო დაუდგა ნინოსაც და ოჯახსაც და ყველა უნდა დავეხმაროთ, ამ საშინელების გადასატანად.
RIP სოფო".
სოფო შუბლაძე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები საქართველოს" დირექტორი და ტრენერი იყო.