როგორ შეიცვალა ქეთა თოფურიას სხეული მშობიარობიდან ერთ თვეში (ფოტოები)
როგორ შეიცვალა ქეთა თოფურიას სხეული მშობიარობიდან ერთ თვეში (ფოტოები)
2021 წლის დასაწყისში ქეთა თოფურიამ მეორე შვილი გააჩინა და როგორც ჩანს, უკვე დაიბრუნა კიდეც უწინდელი ფორმა.

მას მერე, რაც ქეთას და ლევ დენგოვს ვაჟი ადამი გაუჩნდათ, ქეთას ბავშვის სახე არ გამოუჩენია, თუმცა თვითონ უკვე რამდენჯერმე გადაიღო ფოტოები და გამოაქვეყნა, სადაც კარგად ჩანს, რომ შესანიშნავ ფორმაშია.
mshoblebi
mshoblebi
მშობიარობიდან ერთ თვეში ასე გამოიყურება

ქეთა არც ორსულობის დროს იყო მკვეთრად მომატებული წონაში. მართალია, ლამის მერვე თვემდე არავის უნახავს მისი ფოტოები და მხოლოდ ახალ კლიპში გამოჩნდა უკვე ორსული, რითაც გაიგო ფართო საზოგადოებამ მისი ორსულობის შესახებ.
თუმცა მერე უკვე დენგოვზე დაქორწინების ფოტოებზეც ვიხილეთ ფეხმძიმე მომღერალი და ახლა, უკვე მშობიარობის შემდეგაც ხანდახან აქვეყნებს ორსულობის დროინდელ, ჯერაც გამოუქვეყნებელ ფოტოებს.
mshoblebi
mshoblebi
ამ ფოტოებზე ჩანს, რომ წონაში ორსულობისას ფაქტობრივად მინიმალურად მოიმატა, ამიტომ დასაკლებიც ბევრი არაფერი დარჩა მშობიარობის შემდეგ. აქტიური ცხოვრების წესით კი ფორმაში ძალიან მალე ჩადგა.
mshoblebi
ამ ფოტოებზე სამშობიაროდან სულ რამდენიმე დღის გამოწერილია

პირველი მშობიარობის მერეც საკმაოდ მალე ჩადგა ფორმაში და მაშინ ამბობდა, რომ ცილოვან დიეტას იცავდა, უარს ამბობდა შაქარზე და ცომეულზე. ასევე - ვარჯიშობდა. როგორც ჩანს, ახლაც ასე იბრუნებს ფორმას.
mshoblebi
mshoblebi
5287
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
hoo
5
ტუჩები ამოუბრუნებია მოდაა რას იზამ!
21:43 / 26-02-2021
3
კრასავიცა
16:29 / 26-02-2021
მსგავსი სიახლეები