ოთარ კუშანაშვილი ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც წლებია რუსეთში საქმიანობს. ის სკანდალურ და ეპატაჟურ ადამიანად მიიჩნევა, რომელიც რუსეთის აღიარებულ ვარსკვლავებს ხშირად კიცხავდა და გადაცემებში ხანდახან უცენზუროდაც მოიხსენიებდა ხოლმე, რის გამოც არაერთხელ მოუწია პასუხის გაცემა, მათ შორის - სასამართლოში.
სულ ახლახან ოთარი ტელეწამყვანმა ლერა კუდრიავცევამ მიიწვია გადაცემაში "მილიონიანი საიდუმლო", სადაც ისაუბრა მან სწორედ თავის ცნობილ სკანდალებზე, სასმელზე დამოკიდებულებაზე და პირად ცხოვრებაზე.
ოთარის აღიარებით, საკმაოდ ბევრს სვამდა და როგორც თავად ამბობს, ყველა ნასვამი ადამიანივით თამამად და სრულიად დაუფიქრებლად საუბრობდა ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებოდა.
ერთხელ საკმაოდ ცუდად მოიხსენია ალა პუგაჩოვა, რომელმაც ახალგაზრდა ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლა.
"წადი აქედან, სანამ არ მომიკლიხარო, - ამბობს ოთარი, - მაშინ ისე შემეშინდა, ასე ჯარში არ შემშინებია".
მაშინ საქმე ბოდიშის მოხდით და ხელზე კოცნით დასრულდა. პრიმადონამ მოითხოვა, რომ მისთვის ხელზე ეკოცნა თავხედ ჟურნალისტს და ასე გამოესყიდა დანაშაული. ოთარმა საწადელს მიაღწია - გახდა უზომოდ პოპულარული.
ის კონფლიქტი დასრულდა, თუმცა შოუბიზნესში ბევრი ვარსკვლავია და ოთარს ერთხელ მაინც ყველაზე უთქვამს რაღაც. ამიტომ მუქარაც ყოფილა მერე მისი მისამართით მათი მხრიდან.
ოთარი გადაცემაში პირად ცხოვრებაზეც საუბრობს. ცოლი ამჟამად არ ჰყავს, თუმცა ქალებმა, რომელიც სულ იყვნენ მის გარშემო, 9 შვილი გაუჩინეს. მომავალში აპირებს თუ არა ცოლის მოყვანას და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს, ალბათ, გადაცემაში იტყვის, თუმცა ანონსმა უკვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას სკანდალური ქართველი წამყვანი.