როგორი დედაა და რას განიცდის რეალურ ცხოვრებაში "თესეას" ვარსკვლავი ანიკო ცეცხლაძე
როგორი დედაა და რას განიცდის რეალურ ცხოვრებაში "თესეას" ვარსკვლავი ანიკო ცეცხლაძე
"თესეა" ჩემი სიყვარულია, ნინიკოს როლზე მუშაობამ დიდი გამოცდილება დამიგროვა", - ამბობს სერიალის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ანიკო ცეცხლაძე. როგორი დედაა რეალურ ცხოვრებაში, როგორ მოიქცეოდა, თავად პერსონაჟის მსგავს სიტუაციაში რომ მოხვედრილიყო, როგორი განცდები აქვს ყოველი პრემიერის წინ, რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე და როგორ პოულობს გამოსავალს დაძაბული მდგომარეობიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1985 წლის 6 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ჩოგბურთელი. სპორტის ამ სახეობაზე ძალიან ცოტა ხანი დავდიოდი. შემდეგ მოდელობა მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ
მსახიობი გამოვედი. ბავშვობაში სულ გამოგონილ პერსონაჟებს ვთამაშობდი, თუმცა, სკოლა რომ დავასრულე, სხვა არჩევანი გავაკეთე. პირველი პროფესიით მთარგმნელი რეფერანტი ვარ (გერმანული ენის). სწავლის პროცესში მივხვდი, რომ "სხვაგან" ვიყავი და მოულოდნელად თეატრალურში ჩავაბარე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს. ვფიქრობ, ეს შთაბეჭდილება ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო ექმნებათ. ნაცნობებისგან, ახლობლებისგან კარგი რამეც ხშირად მესმის და ეგეც ვთქვა (იცინის)?.. ამბობენ, რომ ცუდი ადამიანი არა ვარ.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...თეატრალურში ჩაბარება იყო.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს მეუღლეს. იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ, მისი თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...უკეთესი გავხდე, რაღაც ახალი გავაკეთო. ჩემში პიროვნული განვითარების სურვილი ყოველთვის არსებობს.

-
თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...საკუთარ თავში ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსასვლელ ძალას ვპოულობ. ეს გზა ხან რთულია, ხან - მარტივი, მაგრამ ფეხზე მყარად დგომას მაინც ვახერხებ.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხშირად ბევრს ვფიქრობ იმაზე, გარშემო მყოფი ადამიანები ჩემზე რას ფიქრობენ. ამ ბევრი ფიქრის შედეგად თითქოს ვიზღუდები, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო. ეს ოჯახის წევრებს არ ეხება.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ის, რომ არაფერიც არ ვიცი. არავინ იცის, როდის რას გააკეთებს, ხვალ რა იქნება.

- საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ...

- ...რაც დრო გადის, ასეთი რამ უფრო ნაკლებად ხდება. ძალიან მაღიზიანებენ უხეში ადამიანები, რომლებიც ხშირად უზრდელობენ და თავს ზედმეტის უფლებას აძლევენ, რასაც მე არ მივცემდი. დიდი იმედი მაქვს, ახლა საკუთარ თავზე კონტროლს ასეთი ადამიანებიც ვერ დამაკარგვინებენ.

- სერიალი "თესეა"...

- ...ჩემი სიყვარულია (იცინის). ამ სერიალზე მუშაობა დიდი გამოცდილებაა.

- რეალურ ცხოვრებაში, ჩემი პერსონაჟის მსგავს სიტუაციაში რომ მოვხვედრილიყავი...

- ...ალბათ თავადაც ისე მოვიქცეოდი, როგორც ნინიკო იქცევა. არა მგონია, ეს გოგო ცუდად იქცეოდეს. რეალურ ცხოვრებაში როგორი დედა ვარ?.. სამი შვილი მყავს და ხანდახან მაქვს განცდა, რომ მე ვარ მათი შვილი. ჩვეულებრივი დედა ვარ, ხან მკაცრი, ხან - არა. მოსწონთ, უხარიათ და გიჟდებიან, ეკრანზე რომ მხედავენ. მათი შეფასებები ობიექტურია. განაგრძეთ კითხვა
492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები