პროფესიით იურისტი ნიკა მელია საზოგადოებამ დიდ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაიცნო. 2007 წლიდან ის სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2009-2010 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი, შემდეგ კი თავმჯდომარე გახლდათ. 2013-2014 წლებში მთაწმინდის გამგებელი იყო და სწორედ ამ დროს იყარა კენჭი თბილისის მერის პოსტზე "ნაციონალური მოძრაობის" სიით, აქედანვე ჩაერთო აქტიურად პოლიტიკაში.
2020 წლის 27 დეკემბერიდან 41 წლის მელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარედ მოგვევლინა. გრიგოლ ვაშაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, პარტიის მხარდამჭერებმა ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შორის, სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. სხვათაშორის, ნიკა მელია, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, 21 დეკემბერსაა დაბადებული.
ახალგაზრდა პოლიტიკოსი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარდიოლოგის, ანზორ მელიას ვაჟი წლების განმავლობაში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ ითვლებოდა. პოლიტიკური ცხოვრების პარალელურად, მისი პირადი ცხოვრებაც არანაკლებ საინტერესოდ ვითარდებოდა. ინტერვიუებში ყვებოდა, რომ 2003 წელს ინგლისში სასწავლებლად წასული 2006 წელს საქართველოში უკან დაბრუნდა და ამის მიზეზი სიყვარული იყო - ლონდონში, მაშინდელი ელჩის გელა ჩარკვიანის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ქართველი გოგონა გაიცნო და სწორედ მას გამოჰყვა საქართველოში.
"დღევანდელი გადასახედიდან, ეს იყო რიგითი გატაცება, მაგრამ მაშინ ასე არ ვფიქრობდი, გამოვყევი საქართველოში, მაგრამ აქ დავრჩი იმედგაცრუებული, განვიხიბლე, თან ძალიან მალე" - ამბობდა მოგვიანებით მელია. განხიბლული ნიკა მელიას ცხოვრებაში მანამდე იყო სამწლიანი რომანი - ბრიტანეთში ცხოვრებისას ლონდონში გაზრდილი ირანელი ქალი, გაზელი შეუყვარდა. ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვედრია, არც ქალი იყო უარზე ქრისტიანობა მიეღო, მაგრამ რომანი ქორწინებამდე არ მივიდა."ალბათ, ორივეში გაიღვიძა ფობიამ, რომ ერთი კულტურა საბოლოოდ მეორეს ვერ გაუგებდა... დღემდე გვაქვს ურთიერთობა სოციალური ქსელებით. ლამაზი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში..." - იხსენებს პოლიტიკოსი. როგორც AMBEBI.GE-ს წყარო უყვება, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში გაზელმა მელიების ოჯახში დარეკა და ნიკას მდგომარეობა მოიკითხა...
2014 წელს მოულოდნელად გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში ერთ-ერთი სასურველი სასიძო მამა გახდა. პატარა ალექსანდრემ მელიების დიდ ოჯახს დიდი სიხარული მოუტანა. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები