როგორ ატყუებდნენ დედებს სამშობიაროში და აშვილებდნენ ბავშვებს - "ჯანმრთელ ბავშვზე ამბობდა ექიმი, გაიყვანეთ, დედას არ ანახოთ, მახინჯი ნაყოფიაო..."
როგორ ატყუებდნენ დედებს სამშობიაროში და აშვილებდნენ ბავშვებს - "ჯანმრთელ ბავშვზე ამბობდა ექიმი, გაიყვანეთ, დედას არ ანახოთ, მახინჯი ნაყოფიაო..."
როგორც ცნობილია, წლების წინ საქართველოს რამდენიმე სამშობიაროში "წარმატებით" იყო ათვისებული ბავშვებით ვაჭრობის პრაქტიკა. ამის შესახებ არაერთხელ გაგვიგონია გამწარებული, შვილდაკარგული მშობლებისგან თუ გაშვილებული ადამიანებისგან.
სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი "ვეძებ", პლატფორმა, სადაც ადამიანები დაკარგულ ოჯახის წევრებს ეძებენ და სწორედ ამ ჯგუფში, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ადამიანმა იპოვა ერთმანეთი, მოისმენთ მართლაც ტრაგიკულ ამბებს, თუ როგორ უშვილებდნენ ბავშვებს დედებს, როგორ ატყუებდნენ, რომ მათი ახალშობილი მოკვდა და როგორ ბოროტად ერეოდნენ ადამიანების ბედში, ცხოვრებაში, მომავალში.
ესეც ერთ-ერთი ასეთი ნაამბობია იმაზე, თუ როგორ ხდებო
და ხოლმე მსგვსი ფაქტების მიჩქმალვა და როგორ ატყუებდნენ მშობიარეებს:

"კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ ატყუებდნენ მშობელს.
დაახლოებით 96-97 წლებში ვმუშაობდი პირველ სამშობიაროში, ნახალოვკაში, ბებიაქალად. ერთ დღეს დასჭირდათ დახმარება და დამიძახეს, შევედი პალატაში, ახალგაზრდა გოგონა მშობიარობდა, ბავშვი დღენაკლული, 8-თვიანი იყო, მშობიარობას ესწრებოდა ლ. ექიმი, რომელიც თვალყურს ადევნებდა, და თან იძახდა: ბავშვი დედას არ დაანახოთ, ცოდოა, მახინჯი ნაყოფიაო...

მოკლედ ამ გოგონამ დიდი ტკივილებით გააჩინა - გოგონა იყო დედასავით დაკალმული, თუმცა ბავშვი რომ მივიღეთ, ექიმი მაინც ყვიროდა, ჩქარა, ჩქარა, დედამ არ დაინახოს, დროზე გაიყვანეთო... გამიკვირდა.. რადგან ბავშვი 8-თვიანის კვალობაზე, ძალზე ჯანმრთელად გამოიყურებოდა. დედა მისვენებული, გადაღლილი თავს ვერც წევდა. უცებ პედიატრმა გაახვია ბავშვი პლედში და გაიყვანა პედიატრიულ განყოფილებაში... გავეკიდე, და ვკითხე, რატომ ამბობდა ექიმი
იმას, რაც არ იყო? მან მკვახედ მომიგო, რაც შენი საქმე არაა, ცხვირს ნუ ყოფო... ძალიან ავნერვიულდი, ბავშვი 100 პროცენტით ჯანმრთელი ჩანდა. მივხვდი, რაც ხდებოდა, მინდოდა დედის ნახვა, მაგრამ რომ შევედი, უკვე გადაყვანილი ჰყავდათ პალატაში და არ მითხრეს, სად... შენი მორიგეობა დასრულდა და წადიო...

რა მინდა ვთქვა: ამ გოგოს, ვინც იმშობიარა, ქმარი ჰყავდა ახალი გარდაცვლილი, თუ სწორად მახსოვს (ფილტვების ანთებით),  40 არ იყო გასული, და არც არავის ჰქონდა ალბათ თავი, ბავშვი მოეკითხათ. რაც უთხრეს, დააჯერეს... ექიმი ისე დამაჯერებლად ამბობდა, უი, უი რა მახინჯია ბავშვი, გადამალეთ, დედას არ შეახედოთო, ეს ხომ ექოზეც გითხრესო, აშჯარად უთითებდა იმაზე, რომ ექოსკოპიის ექიმიც შეკრული იყო...

დღემდე ლოდად მაწევს ეს ამბავი და თუ დაემხარება ვინმეს და ამოიცნობენ თავს, ამით მაინც ვინუგეშებ... ამ ამბის მერე, საერთოდ წამოვედი სამშობიაროდან..."
5305
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
zako
0
უფრო მიცჰნდება ეწვი და სულ ვფიკრობ ...მეც ასეტი ტავგადასავალი მაკვს .....გუსჰინდელივიტ მახსოვს ...მესამე სამსჰობიარო კობის კუცჰაზე 197830 მარტი. სჰუსჰანია იკო ეკიმი ....როგორც მახსოვს ..დგემდე სინანული მაკვს ბიწი იკო ...მისვლის ტანავე მე მარტო ვიკავი ბლოკსჰი ,,,,,ცუდი ამინდი იკო ...ცჰემებისტვის უტკვამტ სახლსჰი წადიტო ,,დგეს არაფელი იკნებაო ...მე გამწარებული ტკივილებიტ ბრაზი მომდიოდა ფანჯარასტან მდგარი რომ არ მიკურებდნენ და ვერ ვხედავდი .....სჰუკი ცჰამიკრეს დაიდზინეო.....მე ვერ ვიდზინებდი.....ეკიმი მკავდა აკვანილი ის არ იმკოფებოდა ტბილისსჰი ...და დაელოდე სჰენ ეკიმსო....მერე წამოვიტირე რა უპატრონოდ ვკვტები ტკო .....რვეულიტ მცემა ეკტანმა ეგ როგორ გაბედეო ...მეც ასე მეგონა უნდა მეტმინა ის ტკივილები ...მერემოვიდა ეკიმი და ვენასჰი გამიკეტეს რაგაც ნემსი და დაიდზინეო ..მე მერე არ მიგრდზვნია ბავსჰვის მოდზრაობა ..რა მოხდა არ ვიცი დილიტ მოდის ეკიმი და მეუბნება ტელეფონის ნომერი მომეცი ბავსჰვი დაიგუპა მუცელსჰიო .....მერე ნარკოზიტ მაფარებდნენ და ასე მამსჰობირეს და მიტხრეს მოკვდაო 6 კილო ბიწი გაზრდილი .....არ გვანახეს არც გამოგვატანეს ..რად გინდატო ...მე პატარა ვიკავი დგეემდე ვფიკრობ ეგებ სადმეა ცოცხალი ეგებ მეც ამატ სიასჰი ვწერივარ ... ან როგორ დავტოვეტ ...... ნეტავ ცოცხალი იკვეს ....მერე ცჰვენ სახლსჰი მოვედიტ და ერტი ტვის სჰემდეგ მოდის უბნის ეკიმი და მე მაბრალებენო ვიტომ მკვდარი ნაკოფიტ სჰედიო ....და სიმარტლე ტკვიო ...ეგ ხომ ცჰემტტვის ტანჯვა იკო ,,,სასამარტლო ვიტომ რა საწირო იკო როცა მეარ ვცჰიოდი? მასწავლიდენ ასე ტკვიო..... ბავსჰვი კოფილა ულამაზესი ტვიტონ მიტხრეს .... ნეტავ რა ხდება? სულ ამ ეწვებიტ ვარ ...ცჰუმად დარდიტ ვარსებობ ...
18:10 / 18-03-2021
სამართალი
0
საქართველოში არასოდეს არავინ არ დასჯილა არცერთი მსგავსი საქციელის ჩამდენი ექიმი აი ერთი რო დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით და ციხიდან რომ გამოვა პამპერსი რო ეკეთება აი მერე მიხვდება ყველა რო ეგეთი სიბოროტე არ უნდა ჩაიდინოს . ყველა მსაგვსი სიბოროტოს ჩამდენს წყველა გქონოდეთ უკუნითი უკუნისამდე
15:49 / 01-03-2021
მსგავსი სიახლეები