"ზოგს ქედმაღალი, ამპარტავანი ვგონივარ... შორიდან ასეთი ვჩანვარ, სინამდვილეში რადიკალურად სხვანაირი ადამიანი ვარ" - ლიზა ყენია
"ზოგს ქედმაღალი, ამპარტავანი ვგონივარ... შორიდან ასეთი ვჩანვარ, სინამდვილეში რადიკალურად სხვანაირი ადამიანი ვარ" - ლიზა ყენია


ლიზა ყენია საზოგადოებამ სულ პირველად დედის, ცნობილი მომღერლის, მაია ჯაბუას მხრიდან გაიცნო. დღეს კი ლიზას ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი ჰყავს, მათ შორის სოციალურ სივრცეშიც. ლიზა 23 წლისაა.
დაამთავრა ტურიზმისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. ამჟამჯამად მისი საქმიანობა: სიმღერა და ბიზნესია. ის უძღვება ორ ბიზნესს - ტანსაცმლის საკუთარ ბრენდს და კოსმეტიკისა და სახის მოვლის საშუალებების ერთ-ერთ კომპანიას. 

- ლიზა, როგორ ფიქრობ, წარმატების მიღწევაში ხასიათის რომელი თვისებები დაგეხმარა?

- ალბათ - ის თვისება, რომ არასოდეს სხვისი არ შემშურებია და ყოველთვის ძალიან მშრომელი ადამიანი ვიყავი. იმავდროულად, ისეთი თვისებებიც მქონია, რომელთა
დამუშავებას და აღმოფხვრასაც დღეს ვცდილობ, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. მიმაჩნია, რომ ეს თვისება - როცა სხვისი არ გშურს, არ ბრაზობ - ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება. შრომისმოყვარეობას რაც შეეხება, საქმეში საკუთარ თავს ბოლომდე "ვდებ"... მოკლედ, მთავარია, ძალიან მშრომელი იყო და არასოდეს არავისი შეგშურდეს.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე გვითხარი, ქალს ფორმაში ყოფნისთვის დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება?

- მართლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ გოგომ თავს კარგად მოუარო, ლამაზი იყო, ყველაფერი წესრიგში გქონდეს... საბედნიეროდ, პირადად მე, თავს მინიმალურად ვუვლი. კი, ფრჩხილს ყოველთვის "ვიკეთებ" და თმას ვივარცხნი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ გამიმართლა: არის სალონები, რომლებსაც რეკლამას ვუკეთებ და შეიძლება, მაგალითად, ფრჩხილი უფასოდ "გავიკეთო", მაგრამ არის რაღაცები, რაშიც უკვე თანხის
გადახდა მიწევს. მარტივი ამბავი არ არის. ამიტომ მამაკაცებს მოვუწოდებ - ქალებისგან ბევრს ნუ მოითხოვენ, რადგან ისედაც ყველა ძალიან "იწეწება" (იცინის).

- როგორ ფიქრობ, ხალხს შენ შესახებ როგორი წარმოდგენა აქვს და რეალურად როგორი ხარ?

- არ არსებობს, რომ დღის განმავლობაში ამ საკითხს "ხაზი არ გავუსვა" ან ვინც პირველად შემხვდება, არ მითხრას, რომ შორიდან რადიკალურად სხვანაირი ანუ ცივი ვჩანვარ. უთქვამთ კიდეც - სანამ გაგიცნობდი, "სწერვა" მეგონეო (იცინის). ასეთ შთაბეჭდილებს ვტოვებ. ზოგს ქედმაღალი, ამპარტავანი ვგონივარ და ა.შ. მგონი, ეს რატომ ხდება, იცი? გარეთ ყოველთვის ძალიან სერიოზული სახით დავდივარ, უცხო ადამიანების გარემოცვაშიც თავშეკავებული ვარ. უბრალოდ, ასეთი ხასიათი მაქვს, მაგრამ მერე, ჩემთან კონტაქტში რომ შემოხვალ, შეიძლება საერთოდ ვერც წარმოიდგინო, რომ აქამდე არც მიცნობდი ან ისეთი ვიყავი, როგორიც გეგონე (იცინის). რადიკალურად სხვანაირი ტიპის ადამიანი ვარ: კონტაქტური, "იუმორისტული" - სულ ვხუმრობ. ვცდილობ, ხალისიანი ვიყო, შორიდან კი ყველას პირიქით ჰგონია...წაიკითხეთ სრულად
269
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები