41 წლის ალბინა ჯანაბაევასა და 55 წლის ვალერი მელაძეს შვილების ფოტოების გასაჯაროება დიდად არ უყვართ. მათი უფროსი ვაჟის - 17 წლის კონსტანტინის ფოტოები საერთოდაც თითქმის 7 წლამდე არავის ენახა. მით უმეტეს, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როცა ვალერი ჯერ კიდევ პირველ ცოლთან იყო ოფიციალურ ქორწინებაში.
მას მერე, რაც წყვილი ერთად ცხოვრობს, მეორე ვაჟიც გაუჩნდათ. ლუკა ახლა 6 წლისაა, თუმცა არც მისი ფოტოებით ანებივრებენ გულშემატკივრებს. ამჯერად 17 წლის კონსტანტინის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნეს, მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ვალერის თქმით, მისი ვაჟი მიზანდასახული და თანმიმვდევრულია. "მე რომ ასეთი ვყოფილიყავი, ბევრს მივაღწევდი!" - ამბობს მომღერალი.
"ჩვენი სიამაყე!" - ამ ტექსტით აქვეყნებს შვილთან ფოტოებს ალბინა.
როგორც ალბინამ ცოტა ხნის წინ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ძმებს მშვენიერი ურთიერთობა აქვთ. ასევე კონტაქტობენ უფროს დებთან - ვალერის შვილებთან პირველი ქორწინებიდან.
ბიძის მოსახელე კონსტანტინის გატაცებებს შორის არის სპორტი - სერიოზულად არის ცურვით გატაცებული, თუმცა რა პროფესიას აირჩევს სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯერ არ ამხელენ.