ქართველი ექიმი, გასტროენტეროლოგი კოტე მაისაია 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. კოლეგები და პაციენტები მას იხსენებენ, როგორც ყურადღებიან ექიმს, თავისი საქმის პროფესიონალს.
კოტე მაისაია 1959 წლის 17 დეკემბერს დაიბადა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტში გაიარა თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატურა. შემდეგ კი მოსკოვში, ი.მ. სეჩენოვის სახელობის N1 მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიის და პროფდაავადებათა კათედრაზე გაიარა კვალიფიკაცია.
წლები მუშაობდა გასტრო-ენტეროლოგად სხვადასხვა კლინიკაში.