ყოფილი ტელეწამყვანი და მსახიობ არჩილ სოლოღაშვილის მეუღლე ნუცა ქავთარაძე "ინსტაგრამის" პირად გვერდზე ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს და გამომწერებს ხშირად ახარებს. საზოგადოება ნუცას და არჩილის მიმართ განსაკუთრებით თბილად არის განწყობილი, რადგან წყვილს 8 წლის განმავლობაში არ ჰყავდა შვილი და ნუცას ორსულობა ყველასთვის სასიხარულო ამბავი აღმოჩნდა.
"რამდენიმე საათით ადრე, დიდ შეხვედრამდე" - ასე დაასათაურა ნუცამ ფოტოები. როგორც ჩანს ნუცამ სამშობიაროში ვიზიტი დაგეგმა და მშობიარობისთვის ემზადება.
ნუცასთან ერთად საერთო ფოტოები გამოაქვეყნა, მისმა მეუღლემ არჩილმაც. წყვილი ძალიან
ბედნიერია და სითბოსა და სიყვარულს ასხივებს.