დღეს გარდაბანში, აფეთქების შედეგად ორი ძმა დაშავდა, ერთი მათგანი - კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. უმცროს ძმას კი ამჟამად ოპერაცია უტარდება."ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმის ნონა ასათიანის განცხადებით, 9 წლის მოზარდს კლინიკაში შეყვანის დროს მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. აფეთქების შედეგად დაშავებული მეორე - 7 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ambebi.ge-ს გარდაბნის მკვიდრი შემდეგს უყვება:
“ბავშვები გაკვეთილების დასრულების შემდეგ, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, მინდორში იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა. როგორც ამბობენ, მათ RGD-ს ტიპის ხელყუმბარა აუფეთქდათ. არ ვიცით, საიდან აღმოაჩნდათ, ზოგი ამბობს იპოვეს, ზოგმა თქვა - თან ჰქონდათო. განაგრძეთ კითხვა