რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს მალე დატოვებს. მისი ქალიშვილი ნინო დარასელი დედის მოლოდინზე საუბრობს. მისი თქმით, რუსუდანს შეწყალება არ მიუღია, არამედ საპატიმროში ყოფნის სრული ვადა - 4 წელი ამოიწურა.
ნინო დარასელის თქმით, მისივე თქმით, ძალიან ეშინია დედასთან შეხვედრის და ბევრს ფიქრობს ამაზე.
"ოთხი წლის განმავლობაში არც ერთხელ მინახავს. ორჯერ კლინიკაში გამოსული დავინახე შორიდან. მართალი გითხრათ, არც მქონია იქ ნახვის სურვილი. არ მინდოდა, იმ რეალობაში დამენახა. ვაპროტესტებ იმას, რაც მოხდა, ასე გადავწყვიტე. მისი სურვილიც იყო. არ უნდოდა, იმ სიტუაციაში გვენახა…“ - ამბობს ნინო ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას.