"მეუღლეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც... შვილებთან არას­დროს მქო­ნია უწი-პუწი ურ­თი­ერ­თო­ბა" - ალეკო ელისაშვილი მამისა და მეუღლის ამპლუაში - მშობლები

"მეუღლეა ჩემი ზურგი და საიდუმლო იარაღიც... შვილებთან არას­დროს მქო­ნია უწი-პუწი ურ­თი­ერ­თო­ბა" - ალეკო ელისაშვილი მამისა და მეუღლის ამპლუაში

2021-03-02 12:14:47+04:00

"ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და ფეთ­ქე­ბა­დი ვარ და მერე ამა­ზე ვფიქ­რობ და გან­ვიც­დი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს კი პრაგ­მა­ტუ­ლად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად ვი­ღებ, არ მინ­და ემო­ცი­ებ­მა დამ­ძლი­ოს ხოლ­მე. არ მინ­და, სა­ხელ­მწი­ფოს და ჩემი პარ­ტი­ის ინ­ტე­რე­სი ერ­თმა­ნეთს შე­ვა­ჯიბ­რო და ჩემი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი სა­ხელ­მწი­ფო­ზე წინ გა­მექ­ცეს", - გვე­უბ­ნე­ბა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი და აპო­ლი­ტი­კურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გულ­წრფე­ლად სა­უბ­რობს იმა­ზე, რა­ზეც აქამ­დე არა­ვის­თან უთ­ქვამს. გზა, რო­მე­ლიც ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­მო­ი­ა­რა და ახ­ლაც გა­დის, არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, რაც მთა­ვა­რია, სჯე­რა იმის, რა­საც აკე­თებს და სწო­რედ ეს აძ­ლი­ე­რებს.

ბავ­შვო­ბა

- სა­ბურ­თა­ლო­ზე და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, პავ­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე, ახლა რომ ყაზ­ბე­გის გამ­ზი­რი ჰქვია. ამ­ჟა­მად იმ სახ­ლში ჩემი მშობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ მივ­ლია, იმი­ტომ, რომ სუ­პე­ბი მძულ­და. მშობ­ლებ­მა სა­ირ­მე­ზე, 1-ლ ექ­სპე­რი­მენ­ტულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნეს.

ორი წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი ექი­მი და მყავს და მოხ­და ისე, რომ სტუ­დენ­ტო­ბი­სას სამ­ტრე­დი­ა­ში გა­თხოვ­და. მა­შინ 17 წლის ვი­ყა­ვი და წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, თბი­ლი­სი­დან სამ­ტრე­დი­ა­ში რომ უნდა წა­სუ­ლი­ყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ჩემი და ბედ­ნი­ე­რია, ძა­ლი­ან მა­გა­რი სიძე და დის­შვი­ლე­ბი მყავს, კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი დის არ­ჩე­ვა­ნით. ჩემი სიძე იმე­რე­ლია და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ალუ­და ჰქვია. მგო­ნი, ის ერ­თა­დერ­თი ალუ­დაა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ალუ­და სა­ხელს ამარ­თლებს და ლუდ­ზე ჭკუა ეკე­ტე­ბა. მე, მა­გა­ლი­თად, ლუდი მძულ­და და 18 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად რომ გავ­სინ­ჯე. მას მერე ისე შე­მიყ­ვარ­და, ლა­მის მე და­ვირ­ქვა ალუ­და.

"ძი­უ­დოს ნაც­ვლად - ტან­ვარ­ჯი­ში"

- სულ მინ­დო­და, მო­ცეკ­ვა­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... ასე­ვე, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ძი­უ­დო. რა ძი­უ­დო­ის­ტი უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­გან, მაგ­რამ ამ სპორტზე შეს­ვლა მინ­დო­და, მა­მა­ჩემ­მა კი ჩემ­თვის ძა­ლი­ან უც­ნა­ურ სპორტზე - ტან­ვარ­ჯიშ­ზე წა­მიყ­ვა­ნა, 7 წელი ვი­ა­რე და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­შიც ვი­ყა­ვი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ტან­ვარ­ჯი­ში არ მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მას მერე, რაც შე­ვეშ­ვი, ამ სპორტზე ჭკუა მე­კე­ტე­ბა. ახლა სა­ა­თო­ბით სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ ჩემ­პი­ო­ნა­ტებს. ძა­ლი­ან რთუ­ლი და მა­გა­რი სპორ­ტია, ისეთ დის­ციპ­ლი­ნას გაჩ­ვევს... სკო­ლის მერე 3 სა­ა­თი ვვარ­ჯი­შობ­დი ყო­ველ დღე.

მად­ლი­ე­რიც ვარ ჩემი მშობ­ლე­ბის, ამ სპორტზე რომ მა­ტა­რეს და ამ­დე­ნი შრო­მა და ენერ­გია რომ დავ­ხარ­ჯე. ფი­ზი­კუ­რა­დაც ვგრძნობ, რომ დღემ­დე გა­მომ­ყვა ეს სპორ­ტი - სალ­ტო­ებ­საც ვა­კე­თებ და ხე­ლებ­ზეც დავ­დი­ვარ. როცა დრო მაქვს, ბა­ტუტ­ზეც ვხტუ­ნა­ობ, ხან­და­ხან მივ­დი­ვარ და ვვარ­ჯი­შობ. ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა, მა­გა­რი მწვრთნე­ლი მყავ­და, ლუკა მეს­ხია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, ზა­ფხუ­ლო­ბით, "ზბო­რებ­ზე" რომ გვა­ტა­რებ­დნენ, ეს ადა­მი­ა­ნი მა­მა­სა­ვით მივ­ლი­და.

"მა­ლე­ვე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, უცებ გა­ვი­ზარ­დეთ"

- ბავ­შვო­ბა­ში რა­ტომ­ღაც რა­დი­ა­ტო­რე­ბი მიყ­ვარ­და ძა­ლი­ან. მაგ­რად მი­ხა­რო­და, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბა რომ ირ­თვე­ბო­და, რა­ღაც უხი­ლა­ვი ძა­ლით უც­ბად რომ დათ­ბე­ბო­და ხოლ­მე. ეს ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იყო. მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ვერ ვხვდე­ბო­დი, ეს რა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და. დღეს რომ ბავ­შვებს ერთი სული აქვთ, კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­დნენ და მუდ­მი­ვად ტე­ლე­ფონ­ში არი­ან შემ­ძვრა­ლი, მე ერთი სული მქონ­და, გაკ­ვე­თი­ლებს მალე მოვ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ეზო­ში გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი და ფეხ­ბურ­თი მე­თა­მა­შა. მე­კა­რე­ო­ბა მომ­წონ­და ძა­ლი­ან... კი­დევ, ომო­ბა­ნას თა­მა­ში მიყ­ვარ­და. იმ­დე­ნი ვი­თა­მა­შე, რომ მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ომებს ვუ­ყუ­რებ, ოღონდ - ნამ­დვილს.

ახლა პო­ლი­ტი­კურ ომში ჩარ­თვამ მო­მი­წია. სამ­წუ­ხა­როდ, მა­ლე­ვე დამ­თავ­რდა ჩვე­ნი ბავ­შვო­ბა, უცებ გა­ვი­ზარ­დეთ, რად­გან და­ი­წყო ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა... ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­ტა­ცე­ბას კი იწ­ვევ­და, მაგ­რამ ახა­ლი ხილი იყო, ახალ­გაზ­რდებს სის­ხლი გვი­დუღ­და, მა­შინ გა­ვი­გეთ, ქა­ქუ­ცა რომ გვყო­ლია, პრე­ზი­დენ­ტი ჟორ­და­ნია. თა­ვი­დან ჩემ­თვის უც­ნა­უ­რი იყო სამ­ფე­რო­ვა­ნი დრო­შა რომ გა­მოჰ­ქონ­დათ, ვერ ვხვდე­ბო­დი, რას ნიშ­ნავ­და. მერე დიდი შოკი მი­ვი­ღეთ და ყვე­ლა­ნი ვტი­რო­დით, როცა მე­რაბ კოს­ტა­ვა გარ­და­იც­ვა­ლა. მას­თან რამ­დენ­ჯერ­მე ვარ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რი­ლი, ისე, შემ­თხვე­ვით... ძა­ლი­ან მალე დამ­თავ­რდა ბავ­შვო­ბა და მერე შავ-თეთ­რი რე­ა­ლო­ბა და­ი­წყო - "მხედ­რი­ო­ნი", სა­მეგ­რე­ლოს აოხ­რე­ბა, აფხა­ზე­თის მარ­ცხი, პუ­რის რი­გე­ბი... უც­ბად დაგ­ვა­ტყდა შავ-თეთ­რი რე­ა­ლო­ბა და უც­ბად დამ­თავ­რდა ფე­რა­დი, კამ­ფე­ტე­ბი­ა­ნი და ბუშ­ტე­ბი­ა­ნი ბავ­შვო­ბა. მერე ყვე­ლა ერ­თად შე­ვე­ჯა­ხეთ იმ ჯო­ჯო­ხეთს, უგა­ზო­ბა, უშუ­ქო­ბა, უწყლო­ბა, უპუ­რო­ბა რომ მოგ­ვი­ტა­ნა.

"არა­ნორ­მა­ლუ­რად მინ­დო­და ოფიც­რო­ბა, მაგ­რამ..."

- არც ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა მინ­დო­და და არც პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, არას­დროს მი­ფიქ­რია ამა­ზე. მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სამ­ხედ­რო, ოფი­ცე­რი... სახ­ლში დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მქონ­და, მაგ­რამ ბოლო-ბოლო მშობ­ლე­ბი და­ვი­თან­ხმე. ერთ დღეს, დე­და­ჩე­მი წამ­ყვა კა­დეტ­თა კორ­პუს­ში, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ად­გი­ლას იყო. იქ ერ­თმა კაც­მა მირ­ჩია, ჯო­ბია, - სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ის­თვის მო­ემ­ზა­დოო (კა­დეტ­თა კორ­პუს­ში მერ­ვე კლა­სი­დან უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი, მე კი ცოტა და­მაგ­ვი­ან­და, უკვე მერ­ვეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი). უარი რომ მი­თხრეს და გა­მო­ვე­დით, გავ­სკდი ტი­რი­ლით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სკო­ლი­დან შინ რომ მივ­დი­ო­დი, სამ­ხედ­რო ფორ­მას ვიც­ვამ­დი, გვარ­დი­ე­ლე­ბის ყვი­თე­ლი ფორ­მა რომ იყო. თა­ვი­დან უბან­ში დამ­ცი­ნოდ­ნენ ხოლ­მე, მაგ­რამ მერე მიხ­ვდნენ, რომ მარ­თლა შე­პყრო­ბი­ლი ვი­ყა­ვი ამ პრო­ფე­სი­ით. სამ­ხედ­რო წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დი, ვემ­ზა­დე­ბო­დი, არა­ნორ­მა­ლუ­რად მინ­დო­და ოფიც­რო­ბა და ვიდ­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­დავ­წყვეტ­დი ჩა­ბა­რე­ბას, ორი კვი­რით ად­რეც კი ვყოყ­მა­ნობ­დი, სად ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა. სამ­ხედ­რო აკა­დე­მია მინ­დო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე...

ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან უჭირ­და. მა­მა­ჩემს "ვოლ­გა" ჰყავ­და, ტაქ­სა­ობ­და და ამით გვარ­ჩენ­და. მერე, 90-ია­ნებ­ში ხუ­და­დოვ­ზე და­ა­ყა­ჩა­ღეს, რაც კა­ტას­ტრო­ფა იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის. მერე, ვა­ლე­ბი, პრო­ცენ­ტე­ბი და ათა­სი ჯან­და­ბა გვქონ­და. სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში რომ ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, 4 წელი ჩემი ოჯა­ხის შე­სა­ნა­ხი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ვე­რაფ­რით და­ვაწ­ვე­ბო­დი კი­სერ­ზე, ამი­ტომ ჩა­ვა­ბა­რე ის­ტო­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე.

mshoblebi

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირი­ნეა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც"

- მე და ირი­ნე მე­ცხრე არხზე ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით. სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ში ვი­ყა­ვი, კო­რეს­პონ­დენ­ტად და ძი­რი­თა­დად, სამ­ხედ­რო თე­მებს ვა­შუ­ქებ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ირი­ნე კი­ლო­სა­ნი­ძე პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, იყო ასე­თი გა­და­ცე­მა "ღა­მის მა­ტა­რე­ბე­ლი" და მის პრო­დი­უ­სე­რად მუ­შა­ობ­და. იქ და მა­შინ მო­მე­წო­ნა ირი­ნე, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი ჰქონ­და... ად­ვი­ლად აე­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. ერთ დღე­საც გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, "მე­ცხრე არხი" და­ი­ხუ­რაო და ამის მერე ორ თვე­ში ჯვა­რიც და­ვი­წე­რეთ წმინ­და მა­რი­ნას ეკ­ლე­სი­ა­ში, ავ­ლა­ბარ­ში, მეტ­როს გვერ­დით.

აღ­მოჩ­ნდა ისე, რომ მა­მა­ჩე­მი და ირი­ნეს დედა კლა­სე­ლე­ბი ყო­ფი­ლან და მა­თაც ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. ეს ამ­ბა­ვი 2004 წელს მოხ­და... არ მიყ­ვარს ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ირი­ნე რომ არ იყოს ჩემ­თან ერ­თად, ბევრ რა­მეს ვე­რაფ­რით გა­ვუძ­ლებ­დი. ვი­ღა­ცე­ებს უთ­ქვამთ, ელი­საშ­ვილს ამის ზურ­გი აქვს, იმის ზურ­გი აქ­ვსო - ადრე, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნდს ვუ­პი­რის­პირ­დე­ბო­დი, უთ­ქვამთ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ზურ­გი აქ­ვსო, ახლა თქვეს, ბი­ძი­ნას ზურ­გი აქ­ვსო, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ირი­ნეა ჩემი ზურ­გი და სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღიც. სახ­ლში მაქვს სრუ­ლი სა­მო­თხე... ჩემი შვი­ლე­ბიც მა­გა­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩემი ვაჟ­კა­ცე­ბი მამ­ხნე­ვე­ბენ. ჩემი სპა­ნი­ე­ლი, ჩემი პა­ტა­რა "რემ­ბოც" ერთი წე­ლია, რაც მამ­ხნე­ვებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სპა­ნი­ელს "რემ­ბო" რომ ჰქვია, ბავ­შვებ­მა და­არ­ქვს, მაგ­რამ მა­გა­რი გუ­ლი­ა­ნია, ეტყო­ბა. თა­ვის ზომა-წო­ნას ვერ ხვდე­ბა და ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს ერ­ჩის. ავი არ არის, მაგ­რამ მა­გა­რი გა­ბე­დუ­ლია. მა­მა­ჩე­მიც მა­გას მე­უბ­ნე­ბა, ხა­სი­ა­თე­ბით შენ და­გემ­სგავ­საო.

უფ­როს ვაჟს ერეკ­ლე ჰქვია, 15 წლი­საა, მას ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­ფის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი. სან­დროს­თვის მინ­დო­და ქა­ი­ხოს­რო და­მერ­ქმია, ქა­ქუ­ცას გამო, მას­ზეც ჭკუა მე­კე­ტე­ბა... ძა­ლი­ან ბევ­რი ვიბ­რძო­ლე, მაგ­რამ ცოლ­თან ბრძო­ლა­ში დავ­მარ­ცხდი და სან­დროს ქა­ი­ხოს­რო არ ჰქვია.

არას­დროს მქო­ნია შვი­ლებ­თან უწი-პუწი ურ­თი­ერ­თო­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ კა­ცე­ბად აღ­ვიქ­ვამ­დი და ბავ­შვო­ბი­დან თა­ნა­ტო­ლე­ბი­ვით ვექ­ცე­ო­დი. თუ რამე კი­თხვა ჰქონ­დათ, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს ვცემ­დი. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვნა­ნობ ამ მიდ­გო­მით. მშობ­ლებს მა­ინც სხვა­ნა­ი­რი წარ­მოდ­გე­ნა გვაქვს ჩვენს შვი­ლებ­ზე და ვცდი­ლობ, მრა­ვალ­მხრი­ვად და­ვი­ნა­ხოთ ისი­ნი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს მათ­თან და მათ მე­გობ­რებ­თან ერ­თად ტყე-ღრე­ში ხე­ტი­ა­ლი, სა­დაც უფრო გუ­ლახ­დი­ლე­ბი არი­ან, უფრო იხ­სნე­ბი­ან...

არ მიყ­ვარს ჩემი შვი­ლე­ბის ქება, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მა­თით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. სან­დრო უფრო აქ­ტი­უ­რია, ვიდ­რე ერეკ­ლე. ერეკ­ლე შე­და­რე­ბით კომ­ფორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია და უფრო კარ­გი იუ­მო­რი აქვს, ვიდ­რე - სან­დროს. ორი­ვე­ნი კა­ლათ­ბურთზე გიჟ­დე­ბი­ან. შა­ბათ-კვი­რას ჩემს მშობ­ლებ­თან გამ­ყავს ისი­ნი და ერთი სული აქვთ, რო­დის წავ­ლენ, რად­გან იქ კა­ლათ­ბურ­თის მო­ე­და­ნია და თა­მა­შო­ბენ. შე­უძ­ლი­ათ არც ჭა­მონ, არც სვან და მთე­ლი დღე კა­ლათ­ბურ­თი ითა­მა­შონ. ერეკ­ლე უკვე ჩემ­ზე მა­ღა­ლია, ყვე­ლა ჩემი ქურ­თუ­კი და შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა. იხილეთ სრულად