ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე დედის დღესთან დაკავშირებით წერს:
"ყველაზე რთული პროფესია არის იყო დედა. მთელი დღე ვატარებ დარდში, სწორად ვიქცევი, ზედმეტად მკაცრი ხომ არ ვარ, ზედმეტად ლმობიერი? რა გავაკეთო იმისთვის რომ ბავშვი ბედნიერი და თავდაჯერებელი იყოს? ნეტა რამე ხომ არ სტკივა? ახლა ის ბავშვი რომ ამდენ გაკვეთილზე დადის და მე საშუალება არ მაქვს, ხომ არ ვაკლებ ჩემ შვილს ამით? რომ ვმუშაობ და ვერ ვაქცევ ყურადღებას, ხომ არ ვაშავებ ამით? იმდენ ნაირი დარდია დედის თავში სიტყვებით აუღწერელი. პატარაა და რამე არ მოუვიდეს, დიდია და შეცდომა არ დაუშვას, ცუდი მეგობრები არ გაიჩინოს. სულ ! სულ ნერვიულობა! დედობა გმირობაა! ეს ზუსტად ვიცი! და კიდევ ვიცი ის რომ სწორი და არასწორი არ არსებობს, ისე უნდა გაზარდო ბავშვი როგორც შენ გინდა, არასდროს არ შეხედო სხვას იყავი ის რაც ხარ, მთავარია არასდროს მოაკლო სიყვარული და სითბო. ბავშვი გაზრდილი სიყვარულში ყოველთვის ბედნიერ და წარმატებულ ადამიანად შედგება, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაზრდი. დედებო გილოცავთ დედების დღეს და გისურვებთ თქვენი შვილების კარგად ყოფნას. იყავით ძლიერები და იყავით ბედნიერები. ბედნიერი დედა ძალიან ბევრს ნიშნავს ბავშვისთვის!!!!"