ცნობილ ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას მამა კორონავირუსით გარდაეცვალა. გია გოგინავა ფოთის პირველი პოლიკლინიკის ექიმი იყო და ვირუსით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირდა. ინფორმაცია თავად ალესქსანდრე გოგინავამ გამოაქვეყნა და ფეისბუკზე დაწერა:
"მაპატიე მამა, ვერ დაგეხმარე, ვერ გიშველე !"
ალექსანდრე გოგინავა საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დღიდან აქტიურად ეხმარება და მკურნალობს დაავადებულ პაციენტებს.