"ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი... ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს შორის" - "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გიორგი მაისურაძე გარდაიცვალა
"ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი... ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს შორის" - "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გიორგი მაისურაძე გარდაიცვალა
ახალგაზრდა ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გიორგი მაისურაძე. მის გარდაცვალებას ეხმაურება მისი მეგობარი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე:

"არ გძინავს? შენც არ გძინავს? ვერ ვიძინებ. ვერ იძინებ?
ვერ ვიძინებდით, ვგრძნობდით, რომ ბოლო ღამე იყო და გვტოვებდა. წნევა რამდენი აქვს? რამე ხომ არ სტკივა? ლექსო რას ამბობს? ახლა როგორაა? ნინას ხომ არ დაურეკავს? მეგობრის წასვლა აუტანელ სიცარიელეს ტოვებს. განსხვავებულად აუტანელს. არაფრის დაწერა არ მინდოდა დღეს. მითუმეტეს, რომ დედის დღეა და უამრავი სიყვარული იღვრება ყველას კედლიდან და
მიყვარს ასეთი დღეები და არ მიყვარს ასეთი დღეებისთვის "ხელის შეშლა", რადგან "სიყვარული არსებობს?" - ამ სულელურ კთხვას პასუხს თვითონ სცემენ ადამიანები. რამდენადაც გულუბრყვილოა კითხვა, იმდენადვე საყვარელ და გულუბრყვილო პასუხებს. არც ახლა შემიძლია პირადი დავწერო რამე, ჩემი წილი გოგას შესახებ, ამასაც ბრმად ვწერ, ცრემლებს და ცრემლებს შორის, მაგრამ აუცილებლად უნდა დამეწერა ეს სახელი, - გოგა - იმიტომ, რომ მხოლოდ ოჯახი და მეგობრები არ დავრჩით მის გარეშე. მთელმა საქართველომ უნდა გაიმეოროს მისი სახელი. ეტალონური ადამიანის სახელი, რომელმაც უფულოდ, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, შემოქმედებითმა და უზომოდ მშრომელმა, უნიჭიერესმა, აირჩია უდაბური ადგილი, დასაწყისში პატარა წუმპე, როგორც ამას ხედავდა მის გარდა ყველა სხვა ადამიანის თვალები და გიჟი ეგონათ, რომ ლაპარაკობდა "მე ამისგან გავაკეთებ..." ჰოდა ამ "გიჟმა"
ნაბიჯ-ნაბიჯ, სამოთხედ, ლოპოტას ტბად გადააქცია მიგდებული ადგილი. ბალახის ყველა ღერი მისი ხელით ნაფერებია, ყველა კვადრატულ სანტიმეტს იმხელა შრომის და სიყვარულის კვალი აქვს, რომ ალბათ ამიტომ, არსად სხვაგან ასეთი ენერგეტიკა არ არის, როგორც ლოპოტაზე. ყველაფერი მას ჰგავს, სიყვარულის კუნძულია, გოგასავით კეთილშობილი. დაუჯერებელი საქმის აწევა შეძლო. საქართველო აქცია კულტურულ ადგილად და ბიძგი მისცა კახეთის აყვავებას. მოდური გახდა შემდეგ კახეთი, უამრავი რამ გაკეთდა მისი მიმბაძველობით, მისგან შთაგონებით და ასე გაასწრო განვითარებით კახეთმა საქართველოს ყველა სხვა კუთხეს. ჰოდა, რომ "თოვს" ხოლმე, "წვიმს" ხოლმე ფეისბუქში, ასე უნდა იმეორებდეს მთელი ვირტუალური ქსელი მის სახელს, თუ გვინდა იდეალები ჩამოვიყალიბოთ და საერთოდაც გადავრჩეთ ღირებულებითი თვალსაზრისით, მსხვილი კადრით ასეთ ადამიანებს უნდა ვხედავდეთ მხოლოდ და მერე ყველა დანარჩენს".
7906
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ირა
0
ქვეყანა იდეოლოგიის, იდეალების გარეშე ღარიბი და უსახურია. ამიტომ გავიმეორებ დღეს გაცნობილი იდეალისტის სახელს გოგა მაისურაძე!!! გოგა მაისურაძე ლოპოტას შემქმნელი. გოგა მაისურაძეეე.
23:45 / 04-03-2021
zaali
0
ძალიან საწყენია. რა დაემარტა ამ ახალგაზრდა კაცს. აცხონოს უფალმა. მქონდა ბედნიერება ვწვეოდი ლოპოტას რამოდენიმე დღით. ფანტასტუკა და ფანტასტუკური შრომაა ჩადებული. ერთ დღეს მოფუსფუსე კაცი დავინახე იქვე ჩვენს კორპუსთან, ღარაცას საქმიანობდა ზიზიკურად ძალზე გულიანად. მითხეს, ამ წალკოედის შემქმნელი და მფლობელიაო. გამიკვირდა, ზალზე უბრალო და ნატურალური ადამიანი. აცხონოს, აცხონოს, აცხონოს ამინ!!!!
15:14 / 04-03-2021
გიორგი
0
გოგა მართლაც დიდი (!) ადამიანი იყო. დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის მისი გარდაცვალება!
14:23 / 04-03-2021
ქეთი
1
ნეთელში იყოს გოგა შენი სული...
01:36 / 04-03-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი