მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი და მისი მეუღლე, ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე რვაწლიანი ქორწინების შემდეგ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.
პატარა 3 500 დაიბადა, 51 სანტიმეტრი. ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ. ნუცა ქავთარაძემ მშობიარობის შემდგომ ემოციებსა და შვილზე "იმედის დღეში" ისაუბრა.
"ახლაც ვერ გამოვდივარ ემოციებიდან. ისე ვტიროდი, არაფერი მესმოდა. ეს ბედნიერების ცრემლები იყო. უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი შეიცვალა ერთ წამში, ამ ერთმა წამმა მთლიანად გადაატრიალა ჩემი ცხოვრება.
ყველა ამბობს, რომ სანი მგავს მე, თუმცა კიდურები აქვს მამის, რაც მე ძალიან მიხარია. ხვალ გაგვწერენ სახლში. სანი ძალიან კარგად იქცევა. ორმაგს ჭამს. ამაში ალბათ მე დამემსგავსა, რადგან ყველამ იცის ჩემი მადა (იცინის).რაც შეეხება აჩიკოს, ის ზოგადად ძალიან მზრუნველია და ახლა ეს ყველაფერი გაუასმაგდა, სულ ჩვენთან არის სამშობიაროში. მშობიარობას დაესწრო. იმედი მაქვს დაგიბრუნდებით ძალიან მალე, სახლში ვერ ვძლებ. პირველ დღეს სანისთან ერთად მოვალ" - ამბობს ნუცა.