"ექიმები მეუბნებოდნენ, შვილი არასდროს გეყოლებაო, მაგრამ..." - უმძიმეს ავარიას გადარჩენილი ქალის ისტორია - მშობლები

"ექიმები მეუბნებოდნენ, შვილი არასდროს გეყოლებაო, მაგრამ..." - უმძიმეს ავარიას გადარჩენილი ქალის ისტორია

2021-03-04 06:18:37+04:00

ელი­სა­ბედ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კა­ლიგ­რა­ფია, თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი ძი­რი­თა­დი პრო­ფე­სია დე­დო­ბაა. მას ცხრა შვი­ლი, 18 შვი­ლო­ბი­ლი და 24 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნო­ბას გმი­რო­ბად კი არა, ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბად მი­იჩ­ნევს. 19 წლის იყო, რომ გა­თხოვ­და და 33 წლი­სას უკვე ჰყავ­და - ხუთი ბიჭი და ოთხი გოგო. გურ­ჯა­ა­ნი­დან, სო­ფელ ახაშ­ნი­დან არის. წერს ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს, რომ­ლებ­საც პატ­რი­არ­ქის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით ერთხანს სა­პატ­რი­არ­ქოს რა­დი­ო­ში კი­თხუ­ლობ­და.

"მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან გა­ბეზ­რე­ბუ­ლი ვამ­ბობ­დი, ღმერ­თო, რა­ტომ მო­მე­ცი ხატ­ვის ნიჭი-მეთ­ქი"

- ბავ­შვო­ბი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვხა­ტავ­დი, სულ ფან­ქა­რი და ქა­ღალ­დი მე­ჭი­რა ხელ­ში. თა­ვი­დან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი მე­გო­ნა, მაგ­რამ რო­დე­საც ნა­თე­სა­ვებ­მა ნა­ხეს ნა­ხა­ტე­ბი და აღ­ფრთო­ვან­დნენ, რა ნი­ჭი­ე­რი გოგო ყო­ფილ­ხა­რო, მა­შინ მივ­ხვდი, რომ ეს ყვე­ლას არ შე­ეძ­ლო. მგო­ნი, მე-4 კლას­ში ვი­ყა­ვი, ბი­ძაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც პი­ო­ნერ­თა სახ­ლის სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე იყო, ჩემი ნა­ხა­ტე­ბი საფ­რან­გეთ­ში გაგ­ზავ­ნა, კონ­კურ­სზე. იქი­დან მო­მი­ვი­და სი­გე­ლი, რი­თაც მეც ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი და ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც. ხუთი წლის წინ ვნა­ხე, კვლა­ვაც ამ­შვე­ნებ­და სკო­ლის კედ­ლებს.

რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლის ჩაშ­ლა უნ­დო­დათ ჩემს კლა­სე­ლებს, მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, ლი­ზი­კო, მიდი, რა, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ხა­ტეო - კა­რი­კა­ტუ­რას გუ­ლის­ხმობ­დნენ. იცოდ­ნენ, რომ ის გაბ­რაზ­დე­ბო­და და გაკ­ვე­თი­ლი ჩა­იშ­ლე­ბო­და. პე­და­გო­გე­ბის თხოვ­ნით, ყვე­ლა კლა­სი­კო­სის პორ­ტრე­ტი მქონ­და და­ხა­ტუ­ლი და ვამ­ბობ­დი, ღმერ­თო, რა­ტომ მო­მე­ცი ხატ­ვის ნიჭი და რა­ტომ არ მო­მე­ცი წე­რის ნიჭი-მეთ­ქი. ეს ნატ­ვრა წლე­ბის შემ­დეგ შე­ის­მი­ნა ღმერ­თმა.

მე და ჩემს მე­უღ­ლეს წე­ლი­წა­დი და 7 თვე შვი­ლი არ გვიჩ­ნდე­ბო­და. სა­უ­კე­თე­სო ექი­მე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, შვი­ლი არას­დროს გე­ყო­ლე­ბაო, მაგ­რამ ისე­თი გან­ცდა მქონ­და, რომ ერთი კი არა, ბევ­რი შვი­ლი მე­ყო­ლე­ბო­და და ასეც მოხ­და. ხუთი შვი­ლი მყავ­და, ავა­რი­ა­ში რომ მოვ­ყე­ვი. 30 დღე უგო­ნოდ ვი­ყა­ვი, ხუთი წელი ძლი­ერ მე­დი­კა­მენ­ტებს ვსვამ­დი, თით­ქოს დრო­სა და სივ­რცე­ში ვი­კარ­გე­ბო­დი, გა­რეთ გა­მოს­ვლა მი­ჭირ­და... რო­დე­საც გა­მოვ­ჯან­მრთელ­დი, კვლავ გა­მიჩ­ნდა ხატ­ვის სურ­ვი­ლი. დავ­ჯე­ქი და­სა­ხა­ტა­ვად, მაგ­რამ ვერ შევ­ძე­ლი და შვი­დი ლექ­სი დავ­წე­რე. იმ­დენ­ჯერ შევ­თხო­ვე ღმერ­თს, რა­ტომ წე­რის ნიჭი არ მო­მე­ცი-მეთ­ქი, ეტყო­ბა, შე­ის­მი­ნა და იმ დღის მერე კა­ლა­მი არ და­მიდ­ვია...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად