Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ
Top 5 აუდიოწიგნი, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ
სადაც უნდა მიდიოდეთ - ქალაქგარეთ თუ ქალაქშივე - მანქანითა თუ სხვა ტრანსპორტით გადაადგილებისას დრო მოსაწყენად და არანაყოფიერად გადის. თუ წიგნის მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, მაგრამ თუკი თავად მართავთ მანქანას? ან მგზავრობის დროს კითხვა თქვენზე ცუდად მოქმედებს?
მოსაწყენი მგზავრობების გასახალისებლად და დროის საინტერესოდ გასატარებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა აუდიოწიგნების მოსმენაა. მობილურშივე ჩართავთ სასურველი აუდიოწიგნის ჩანაწერს, სასიამოვნო ხმა თქვენს სმენას დაიპყრობს და ვერც გაიგებთ, ისე აღმოჩნდებით დანიშნულების ადგილას. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე სხვადასხვა ჟანრის ასეულობით აუდიოწიგნია თავმოყრილი. ყველა მათგანი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის
გახმოვანებული და ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. საიტზე ხელმისაწვდომია როგორც მხატვრული, ასევე ბიზნესლიტერატურა, რომელთა შორისაც ყველა ასაკისა და გემოვნების მქონე ადამიანი შეარჩევს სასურველ აუდიოწიგნს.
მაშ ასე, გიზიარებთ 5 აუდიოწიგნს, რომლებიც მოსაწყენ მგზავრობებს გაგიხალისებთ და დროის ნაყოფიერად გატარებაში დაგეხმარებათ.

1. კმარა მობოდიშება, დაო


წიგნში „კმარა მობოდიშება, დაო“ რეიჩელ ჰოლისი გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. ის უამრავ ქალს იცნობს, რომლებიც საკუთარი თავის სხვათა მოსაზრებების საფუძველზე შეფასებას მიეჩვივნენ, ნაცვლად იმისა, რომ წარმოაჩინონ, ვინ არიან და რა სურთ თავად. ჰოლისი მთელი მსოფლიოს ქალებს მოუწოდებს, უარი არ თქვან საკუთარ ოცნებებზე და, ამასთან, შეახსენებს მიზეზებს, რომლებიც უნდა დაივიწყონ; ქცევებს, რომლებიც უნდა გამოიმუშაონ, და უნარებს, რომლებიც უნდა შეიძინონ განვითარებისა და თავდაჯერებულობის მიღწევის გზაზე.
mshoblebi

2. არაჩვეულებრივი ეგზემპლარი

ტომ ჰენქსი, გარდა
იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. მის კოლექციაში თურმე ორასამდე ვინტაჟური აგრეგატია. მან გამოუშვა მობილური აპლიკაციაც Hanx Writer, როგორც ჰენქსი ამბობს, „ეს აპლიკაცია პატარა საჩუქარია მომავლის ჰიპსტერლუდიტებისთვის“. მისი საშუალებით ელექტრონულ მოწყობილობაზე ტექსტის აკრეფა საბეჭდი მანქანის სტილში შეიძლება. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი - თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი - სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე.
mshoblebi

3. მთვარის მოტაცება


კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ ასახავს კოლექტივიზაციის პერიოდს, ძველისა და ახლის ჭიდილს, ძველი სამყაროს კვდომას, ბოლშევიკურ-ჩეკისტური ძალების გამარჯვებას. გარდა იმისა, რომ რომანს არაჩვეულებრივი მხატვრული მხარე აქვს, იგი არსებული დროების ახალ ღირებულებებსა და წარსულის ხატების რღვევას ასახავს. საქართველოს ბედი, ეპოქის სულის გამოკვეთა იყო ადამიანთა სახეებად. ამიტომაც არის „მთვარის მოტაცება“ არა მხოლოდ დიდი წიგნი, არამედ სასტიკი სინამდვილის მართალი დოკუმენტიც.
mshoblebi

4. საძაგელი მამიდა


სტელა საქსბი „საქსბი-ჰოლის“ ერთადერთი მემკვიდრეა, მაგრამ ძნელია, მამიდა ალბერტასა და მის ბავარიულ ბუს წინ აღუდგე. მამიდა, ალბათ, ყველას მოსიყვარულე და მზრუნველი წარმოგიდგენიათ, მაგრამ ცდებით. თუ ის არ გაძლევს უფლებას საყვარელ ტელეგადაცემას უყურო, გაიძულებს ჭამო საზიზღარი ჭარხლის წვნიანი, დაგცინის, ყველაზე გემრიელ შოკოლადს თვითონ მიირთმევს, გაიძულებს თავისი მოქსოვილი, ჩხვლეტია ჯემპრი ჩაიცვა და თუ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი ეს სასტიკი ქალია, შენ კი პატარა ობოლი გოგონა ხარ, რა უნდა გააწყო?
mshoblebi

5. ვინი პუჰის თავგადასავალი


ვინი პუჰი ყველა ბავშვისთვის საყვარელი და განუმეორებელი პერსონაჟია. თქვენ წინაშეა ოთხი ჯადოსნური მოთხრობა, რომელიც გიამბობთ ყველასათვის საყვარელი დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების თავგადასავლებს. ჩაურთეთ ბავშვებს ხანგრძლივი მგზავრობების დასაწყისში და თქვენი პატარები გზის სიშორეზე ერთხელაც არ დაიწუწუნებენ.
mshoblebi

აუდიოწიგნებით სარგებლობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე gudabooks.ge ან აპლიკაციით - გუდა (Guda). იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ აუდიოწიგნის შერჩევა, შეძენა და აპლიკაციით მოსმენა, გთხოვთ გაეცნოთ ფოტოზე მითითებულ საფეხურებს.
mshoblebi

63
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები