13 წლის გოგონამ იმშობიარა - დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი
13 წლის გოგონამ იმშობიარა - დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი
გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 13 წლის გოგონამ იმშობიარა. ამასთან დაკავშირებით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა 16 წელს მი­უღ­წე­ველ პირ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ერთი პირი და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ვა­დით რვი­დან თორ­მეტ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­თხვე­ვა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არას­რულ­წლო­ვანს, რო­მელ­თან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის გა­მოც მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, შვი­ლი შე­ე­ძი­ნა და იგი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ბავ­შვთა ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი 50 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია.

altსკოლის ასაკის გოგოები არც ისე

იშვიათად იკეთებენ აბორტს... - სამწუხარო ფაქტები და სქესობრივი განათლების აუცილებლობა


1270
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები