მარისელ აპატანი მშობლიურ ფილიპინებში გმირად შერაცხეს. რომ არა საოცარი შეუპოვრობა და სრულფასოვანი სიცოცხლისადმი ლტოლვა, მარისელი გადატანილი ტრაგედიის გამო ალბათ სიღარიბესა და უმწეობაში დაასრულებდა სიცოცხლეს. მან ხომ 11 წლის ასაკში ხელები დაკარგა.
გოგონა ჯანმრთელი და ბედნიერი ბავშვი იყო. მთელი მისი ცხოვრება ერთმა დანაშაულმა შეცვალა.
როცა 11 წლის იყო, მას და ბიძამისს დანით შეიარაღებული ბანდიტები დაესხნენ. ბიძას თვალები დასთხარეს, გოგონას კი ხელებზე მიაყენეს უმძიმესი ჭრილობები.
საბოლოოდ გოგონას ორივე მტევნის ამპუტაცია დასჭირდა. მან თავიდან ისწავლა ცხოვრება და ყოველდღიური საქმეების კეთება თითების გარეშე.

წლების შემდეგ კი შეფმზარეული გახდა და ყველას დაუმტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს.
განათლება სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის სფეროში მიიღო. შემდეგ კულინარიის კურსები გაიარა და სამზარეულოში სამუშაო ადგილიც მიიღო.