ეს პატარა გოგონები დები არიან - რამინა და რანელ ალმასები, ყაზახეთიდან. თუმცა მათ რა ხანია, ყაზახეთის ფარგლებს გარეთ უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინეს.
თავდაპირველად დედამ რამინას გაუხსნა ინსტაგრამ გვერდი - გოგონა წლინახევრის იყო, სამზარეულოთი რომ დაინტერესდა და დედას ეხმარებოდა, ახლა კი თავად ამზადებს ბევრ რამეს და სხვებსაც უზიარებს კულინარიულ შედევრებს.
თუმცა გარდა ამისა, დედა იღებს დების ჩვეულებრივ საუბრებს ერთი შეხედვით მარტივ თემებზე, რაც ძალიან სახალისო გამოდის და ვიდეოებს ასი ათასობით ნახვა აქვს.