ხშირად ხდება ხოლმე, რომ ცნობილი ადამიანების დედმამიშვილები მათ ჩრდილში ექცევიან. ასე მოხდა ლუიზა ადამსის შემთხვევაში, რომელიც ცნობილი დიზაინერის ვიქტორია ბექჰემის უმცროსი დაა. გარეგნულად დები საკმაოდ გვანან ერთმანეთს, თუმცა ცხოვრების წესი რადიკალურად განსხვავებული აქვთ.
უფროსი და ფუფუნებაში ცხოვრობს, უმცროსს კი დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. 2010 წელს საკუთარი ტანსაცმლის მაღაზია გახსნა, თუმცა ძალიან მალე გაკოტრდა. პირად ცხოვრებაშიც არ გაუმართლა. 2002 წელს მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის დირექტორს გაჰყვა ცოლად, თუმცა 5 წელიწადში გაეყარა. მეორე მცდელობაც ჰქონდა - მენეჯერ გაჰყვა ცოლად, თუმცა 2014 წელს ეს ქორწინებაც დაირღცა. ამბობენ, რომ ორივე ქორწინება ვიქტორიამ დააფინანსა და მერეც დაეხმარა უმცროს დას ფეხზე წამოდგომაში.
ახლა ლუიზა ოთხ შვილს ზრდის მარტო. ცოტა ხნის წინ კი პაპარაცებმა გადაიღეს ახალ სამუშაო ადგილზე. ლუიზა ესექსში კოვიდის ცენტრში მოეწყო ავტოსადგომზე. მისი ანაზღაურება საათში 13 დოლარია. რა თქმა უნდა, ვერც შეედრება უფროსი დის შემოსავალს, რომელიც 335 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.