ტელეწამყვანი ვახო სანაია სამჯერაა დაქორწინებული. როგორც აღნიშნავს, ყოფილ ცოლებთან კარგი ურთიერთობა აქვს, მეტიც, პირველი მეუღლა მარიკა ბაკურაძე და მესამე მეუღლე თამუნა ყურაშვილი ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს.
მიუხედავად ამისა, მის ცხოვრებაში იყო რთული პერიოდი და ეს მესამე ქორწინებას დაემთხვა.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ, სოციალური ქსელი აჭრელდა ვახოს მეორე ცოლის, ნათია გაბუნიას სტატუსით, სადაც ნათქვამი იყო, რომ ვახომ მესამე ცოლი, თამუნა, ისე შეირთო, რომ ამის შესახებ ნათიამ არაფერი იცოდა და მისი ქმრის ცხოვრებაში მომხდარი სიახლე თავადაც ინტერნეტით შეიტყო.
რა მოხდა სინამდვილეში, ამის შესახებ ტელეწამყვანი პირველად ლელა წურწუმიას გადაცემაში საუბრობს.
თეკლა ჟვანია