დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს: "იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - მშობლები

დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს: "იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას"

2021-03-06 07:32:46+04:00

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გორ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ 13 წლის მო­ზარ­დმა, რო­მელ­თა­ნაც სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 50 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა.

პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, დედა და ახალ­შო­ბი­ლი კი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ბავ­შვთა ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი" სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა. კერ­ძოდ, ირ­კვე­ვა, რომ მო­ზარ­დის დედა, რო­მე­ლიც შვილს უნდა იცავ­დეს, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რას ემუქ­რე­ბა.

"მე იმ ექიმ­საც და­ვას­ჯე­ვი­ნებ. ჩემს გა­რე­შე და­უ­რე­კა პო­ლი­ცი­ას" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნია.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, უნდა და­ე­ჭი­რა თუ არა პო­ლი­ცი­ას მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მის 13 წლის შვილ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, ამ­ბობს, რომ "თუ აქამ­დე არ და­ი­ჭი­რეს, ახ­ლაც არ უნდა შე­ხე­ბოდ­ნენ".

განაგრძეთ კითხვა