1983 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა თურქეთის ქალაქ ადანაში, მრავალშვილიან ოჯახში. მისი მშობლები კოსოველი ალბანელების შთამომავლები არიან. ოჯახს საკუთარი საცხობი ჰქონდა და ამ პატარა ბიზნესით ინახავდნენ 5 შვილს.

სკოლაში კივანჩი საკმაოდ მაღალი იყო და ძალიან უყვარდა კალათბურთი. იმდენად კარგად თამაშობდა, რომ კოლეჯის გუნდში მოხვდა, მერე კი ცნობილმა კლუბმა "ფენერბახჩემ" გადაიბირა. თუმცა მოულოდნელად მუხლის ტრავმა მიიღო და პროფესიონალურ სპორტს ჩამოშორდა.


მიუხედავად ასეთი წარმატებებისა სამოდელო ბიზნესში დარჩენას არ გეგმავდა. სამსახიობო ოსტატობის კურსები გაიარა და რამდენიმე წელში ახალ კინოვარსკვლავადაც იქცა.
ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა სერიალმა "აკრძალული სიყვარული", რომელშიც ბერენ საათმა გაუწია პარტნიორობა. მერე კი მისი კარიერა წარმატებულად გაგრძელდა კვლავაც.

მეგობრების თქმით, მოკრძალებული და მორცხვი ადამიანია. თუმცა მის სახელს ბევრი რომანი უკავშირდება. 2004 წელს ხვდებოდა მსახიობ აზრა აკინი, ყოფილ "მის მსოფლიოს". ოთხი წელი იყვნენ

კივანჩი და აზრა

მეუღლესთან ერთად
აზრას შემდეგ ხვდებოდა მასზე 16 წლით უფროს ტელეწამყვანს, შემდეგ - თურქი მილიონერის ქალიშვილს. 2013 წელს კი გაუმიჯნურდა ბაშაკ დიზერს, სტილისტსა და გრიმიორს. სწორედ მასზე იქორწინა 2016 წელს. დღეს წყვილი ერთად ცხოვრობს. ჯერ შვილები არ ჰყავთ.



თურქული კინოს ვარსკვლავი ქართული ფესვებით და წარუმატებელი პირადი ცხოვრებით
თურქული კინოს ვარსკვლავი ქალები ქართული ფესვებით - ისინი ულამაზეს თურქ ქალებს შორის მოიხსენიებიან