დიდ ბრიტანეთში და არა მხოლოდ, დღეს განხილვის მთავარი თემა პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არიან. სამეფო ოჯახიდან წასვლის შემდეგ, წყვილმა პირველად ისაუბრა საჯაროდ ოპრა უინფრისთან ინტერვიუში. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მეგან მარკლის პასუხები, რომელმაც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, საზოგადოებისა და პრესის მხრიდან ზეწოლაზე, რომლის გამოც მას სიცოცხლე აღარ სურდა.
ვნახოთ, რამდენიმე მონაკვეთი ინტერვიუდან:
ურთიერთობა ქეით მიდლტონთან
მეგან მარკლმა ინტერვიუში ისაუბრა ქეით მიდლტონთან ურთიერთობის შესახებ და გაიხსენა მომენტი, თუ როგორ ატირა ქეითმა ის სამეფო ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე. ცნობისთვის, ქორწილის შემდეგ, ბრიტანულ მედიაში ქეითისა და მეგანის ჩხუბის შესახებ წერდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მეგანის გამო ქეითმა იტირა, მარკლი კი ახლა ამბობს, რომ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა სიმართლე არავინ თქვა და სამეფო ოჯახმა ის არ დაიცვა, მიუხედავად იმისა, რომ პრესა "საშინელებებს წერდა.“
"სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა. ქორწილის კვირა მართლაც ძალიან რთული იყო, ის რაღაცის გამო განაწყენდა, კამათობდა, მაგრამ ამას მიხვდა და ბოდიში მოიხადა, ყვავილები გამომიგზავნა ბოდიშის ბარათით. მან გააკეთა ის, რასაც მე გავაკეთებდი რომ მცოდნოდა, ვიღაცას გული ვატკინე“, - თქვა მეგანმა და აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა ქორწილში მეყვავილე გოგონების კაბებს, რომელზეც ვერ თანხმდებოდნენ.
"ის განაწყენებული იყო...ამის გამო ვიტირე. ყოველივე ძალიან მტკენდა გულს და ყველაფერს ამ კონტექსტში ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ უნდა აკეთო ის, რასაც ყველა აკეთებს და ვერასდროს გააკეთებ იმას, რაც შენ გინდა", - ამბობს მეგანი.
ჰერცოგინიას თქმით, მას არ სურდა, რომ ეს ამბავი პრესაში გახმაურებულიყო და მართალია ქეითსა და მას შორის მტკივნეული საკითხი მოგვარდა, მაგრამ სიტუაციის ყველაზე მტკივნეული მხარე იყო ის, თუ როგორ ცდილობდა მედია მეგანის დადანაშაულებას მაშინ, როცა ყველაფერი პირიქით მოხდა. ოპრამ მარკლს ქეითთან ჩხუბის დამატებით დეტალებზე ჰკითხა, თუმცა მეგანმა ასე უპასუხა:
"არ ვთვლი სამართლიანად, რომ კონფლიქტის დეტალებზე ვისაუბრო, რადგანაც მან ბოდიში მოიხადა და მე ვაპატიე. კარგი ადამიანია და სასახლე არავის მისცემდა მასზე ნეგატიურად საუბრის უფლებას, მე ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. თუ გიყვარვარ, მისი სიძულვილი არ არის საჭირო და თუ ის გიყვარს, თქვენ არ გჭირდებათ, რომ მე გძულდეთ,“ - ამბობს მეგან მარკლი.
"მე სიცოცხლე აღარ მინდოდა“
მეგან მარკლი ბუკინგების სასახლეში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდს იხსენებს. მისი თქმით, იყო დრო, როცა ფიქრობდა, რომ მხარს არავინ უჭერდა, საზოგადოებისა და მედიის წნეხი კი ძალიან დიდი იყო და ამ პერიოდში სურდა, რომ ცოცხალი აღარ ყოფილიყო. გამუდმებით სუიციდზე ფიქრობდა და ამის შესახებ ვერავის ეუბნებოდა, თუმცა ბოლოს ჰარის უამბო.
"მე კეიტი არ ვარ" - მეგან მარკლი კიდევ ერთ ტრადიციას არღვევს
რა ბედი ეწია მათი საქორწილო კაბების მკერავს - სამი შვილის დედის ტრაგიკული ცხოვრება, რომელიც მეგანისა და კეიტის კაბების შექმნაში მონაწილებდა