"ნანიმ მითხრა, ხელს გიშლი, უჩემოდ უფრო წინ იქნებოდიო... ავიტან-მეთქი" - ეკა მამალაძის ცხოვრება ნანი ბრეგვაძის გვერდით - მშობლები

"ნანიმ მითხრა, ხელს გიშლი, უჩემოდ უფრო წინ იქნებოდიო... ავიტან-მეთქი" - ეკა მამალაძის ცხოვრება ნანი ბრეგვაძის გვერდით

2021-03-09 16:23:23+04:00

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი ხში­რად დეპ­რე­სი­ით იტან­ჯე­ბი­ან. რთუ­ლია, პო­პუ­ლა­რუ­ლი დე­დის ან მა­მის ჩრდილ­ქვეშ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეკა მა­მა­ლა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით მოხ­და. ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი დედა ჰყავ­და.

რო­დე­საც თა­ვა­დაც და­ი­წყო მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა, არც მა­შინ შე­უქ­მნია ნა­ნის შვი­ლო­ბას მის­თვის დის­კომ­ფორ­ტი... ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" გა­და­ცე­მა­ში "ნამ­დვი­ლი ამ­ბა­ვი" ეკამ კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნა, რო­გო­რი იყო ნა­ნის შვი­ლო­ბა და რო­გო­რია ახლა ნა­ტა­ლი­ას დე­დო­ბა.

ეკას ბე­ბია ცა­ბუ­ნია მი­ქე­ლა­ძე ზრდი­და. არის­ტოკ­რა­ტი ქალი, რო­მელ­მაც სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა თა­ვა­დუ­რი მა­ნე­რე­ბი. ეკა ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იხ­სე­ნებს ბე­ბი­ის როლს მის ცხოვ­რე­ბა­ში და ამ­ბობს ხოლ­მე, რომ მისი უფრო ეში­ნო­და ვიდ­რე დე­დის...

"ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და უფრო მე­ტად, რო­მელ­საც ბე­ბი­ას არ ვე­ძახ­დი. სა­ერ­თოდ ასე­თი უც­ნა­უ­რო­ბა მჭირ­და, არა­ვის ვე­ძახ­დი დე­დას, მა­მას, ბე­ბი­ას, ბა­ბუ­ას. ჩვენ სახ­ლში მუდ­მი­ვად სტუმ­რი­ა­ნო­ბა იყო, რო­დე­საც ჩემი თა­ო­ბის ბი­ჭე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, ბე­ბია იკი­თხავ­და, ბანი იცის ამან? - ცაბუ პა­ტივს სცემ­და იმ ბი­ჭებს, ვინც მუ­სი­კის ფასი იცო­და. სამი წლი­დან მქონ­და აღ­ქმუ­ლი ნა­ნის შვი­ლო­ბა. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო გას­ტრო­ლებ­ზე წაყ­ვა­ნის, სულ მის გვერ­დით ვი­ყა­ვი.

შე­იძ­ლე­ბა მის სი­დი­ა­დეს ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი იმ ასაკ­ში, ის ხომ მა­ინც ჩემი დედა იყო, ის იყო ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და ის იყო ნანი. სა­ო­ცარ რა­ღა­ცას გე­ტყვით, ნა­ნიმ მი­თხრა, მე რომ არ ვიყო შენს გვერ­დით, შენ უფრო წინ იქ­ნე­ბო­დიო, მე უკან გწე­ვო. ვუ­თხა­რი არა უშავს, იყა­ვი ასე, კარ­გად იყა­ვი და მე ამას ავი­ტან-მეთ­ქი. ძა­ლი­ან ამი­ჩუყ­და გული, მი­თხრა, ალ­ბათ მე შენ ხელს გიშ­ლიო. არა­ფერ­საც ხელს არ მიშ­ლის, ეს არის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ მე ნა­ნის შვი­ლი ვარ. ასე­თი დიდი ხე­ლო­ვა­ნის შვი­ლო­ბა ვთვლი, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლია და ჩრდილ­ქვეშ ვარ" - ჰყვე­ბა მა­მა­ლა­ძე.

განაგრძეთ კითხვა