ანა დოლიძეს ახლახან მეორე შვილი შეეძინა. სამშობიაროდან გაწერისას მან ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მას მხარს უჭერს. მათ შორის ექიმებს ზაზა სინაურიძეს და ეკა ისაკიძეს.
"პატარა პაუზის შემდეგ მოგესალმებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გითხრათ ყველას ძალიან დიდი მადლობა, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ამ ცოტა რთული დღეების განმავლობაში მივიღე.
ჩვენ მივდივართ სახლში, უკვე მესამე დღე აროს უკვე. ძალიან ძალიან დიდი თავგადასავალი გამოვიარეთ მე, პატარა კრავაიმ და ჩემმა ოჯახმა. მქონდა რვასაათიანი მშობიარობა, ექვსი საათი ისე რა და ორი საათი ძალიან ინტენსიური. მაგრამ იმხელა მხარდაჭერა მქონდა, რომ ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში, ჩემი მეუღლის, რომელიც სულ ჩემს გვერდით არის და ჩემი ოჯახის.
მადლობელი ვარ კლინიკის, ექიმების და ყველა ადამიანის, რომელიც აქ მუშაობს" - ამბობს ანა დოლიძე.