ნუკი კოშკელიშვილის ამ მხიარულ ფოტოკოლაჟს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
"მემორიმ ამომიგდო ჩემი ძველი ფოტო ჩვენებიდა!!! ჩვენებიდან, ხალხნო!!! ვინ მიმიშვა ამ ჩვენებაზე?! მე თვითონ შევაწეპე და დავაგზავნე მეგობრებში, ყველამ ისე გულით იცინა, მივხვდი, თქვენთვისაც უნდა გამეზიარებინა. მგონი ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ საოცრად დავიხვეწე!!! (შენ თუ არ შეიქებ თავს, სხვა არ შეგაქებსო). მაგრამ ახლა სულ სხვა რაღაცაზე მინდა დაწერა. აი, ზუსტად ამ ფოტოს გადაღებისას, კარგად მახსოვს, როგორ ვგიჟდებოდი ერთ ბიჭზე, იმას მოვწონდი თითქოს მეც და კიდევ ერთი გოგო, ის გოგო, დედას გეფიცებით, ულამაზესი აი, დღემდე ზუსტად ისევე გამოიყურება, ანგელოზივით გოგო. ჰოდა, მიდის გაწიე-გამოწიე ამ ბიჭზე, რა თქმა უნდა, ფარული. მან არ იცის, რომ მე ვიცი, მე არ ვიცი, რომ მან იცის და ა.შ. მოკლედ, ბევრი რომ არ ვიყბედო, იმ მომენტში რატომღაც ვიყავი დარწმუნებული ჩემს სილამაზეში, ჰო, არ მკითხოთ რატომ... ჰოდა, ასე მაქსიმალურად თავდაჯერებულად ვიქცეოდი. მოკლედ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, ბოლოს იმ ბიჭმა მე ამიხსნა სიყვარული... პატარები ვიყავით ყველა. 19 წლის ვარ მე ამ ფოტოზე, რა თქმა უნდა, ურთიერთობა არ გაგრძელებულა.
ახლა ამ პოსტის მორალი რა არის?.. ყოველთვის ვიძახი და ამისი მჯერა როგორც არაფრის!!! თუ დაიჯერებ, რომ ლამაზი ხარ, შენ გარშემო ყველა დაიჯერებს, თუ დაიჯერებ, რომ ძლიერი ხარ, გაძლიერდები, თუ დაიჯერებ, რომ რაღაც, თუნდაც წარმოუდგენელი შეგიძლია, ის გამოგივა! გჯეროდეთ თქვენი და არასდროს არავის მისცეთ უფლება, რომ დაგაკომპლექსოს.. და კიდევ, თუ ვიღაც მოგწონთ ძალიან ძალიან და ეჭვი გაქვთ, რომ მას სხვა მოწონს, ვინც თქვენზე უკეთესად მიგაჩნიათ, იცოდეთ!! - თუ დაიჯერებთ თქვენი თავის ბევრად უფრო საინტერესო და მომხიბლავი იქნებით...
პ.ს არა, მთლად ასეთიც არ ვიყავი, ცუდი ფოტოა.. იმედი მაქვს".