ტელეწამყვანმა და მსახიობმა ილო ბეროშვილმა ლელა წუწრუმიას გადაცემაში ის მძიმე პერიოდი გაიხსენა, როცა ნარკოტიკებზე დამოკიდებული იყო.
მისი თქმით, ებრაელი კაცი იყო ჩამოსული, რომელიც გარკვეულ პროცედურას ატარებდა. მან 6-საათიანი კომა გამოიარა, რომ ნარკოტიკისთვის თავი დაენებებინა. მისივე თქმით, 3-5% იყო რისკი, რომ ვერ გაიღვიძებდა.
"ანი კარს მიღმა მელოდებოდა, უნდოდა შემოსვლა, მაგრამ არ შეიძლებოდა. რომ გავიღვიძე საშინლად ვიყავი, ვყვიროდი და ვერ ვჩერდებოდი. მერე სახლში წამიყვანეს მამაჩემმა და ანიმ, პამპერსებში ვიყავი და ანი მივლიდა", - იხსენებს ილო ბეროშვილი. იხილეთ ვიდეო