2000-იანი წლების ვარსკვლავის, ემინემის საყვარელი ქალიშვილი ჰეილი ჯეიდ სკოტი 25 წლისაა. აქამდე ერიდებოდა საჯარო ცხოვრების წესს, თუმცა რამდენიმე წელია ინსტაგრამზე აქტიურად გამოჩნდა და უკვე 2 მილიონი გამომწერიც ჰყავს.
ჰეილიმ სკოლა წარმატებით დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. არ აწყობს სკანდალებს, არ არიგებს პროვოკაციულ ინტერვიუებს და არც შიშველი პოზირებს, როგორც ბევრი მისი თანატოლი და მით უმეტეს, ვარსკვლავების შვილები. თუმცა მაინც საინტერესოა თავისი გამომწერებისთვის.
ამბობენ, რომ ძალიან ჰგავს მამას და ამას ინსტაგრამზეც ხშირად უწერენ.
ემინემი ორჯერ იყო დაქორწინებული ერთსა და იმავე ქალზე, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო - მაშინ ემინემი 15 წლის იყო, კიმბერლი ენ სკოლი კი - 13-ის. 1999 წელს იქორწინეს და მალე გაიყარნენ. 2006 წელს ისევ იქორწინეს და ისევ გაიყარნენ. ამ ქორწინებაში გაჩნდა მათი ქალიშვილი ჰელი ჯეიდ სკოტი.