ვარსკვლავი დედა, რომელმაც მის ქმართან გააბა რომანი და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე - ლაიზა მინელის ტრაგიკული ცხოვრება - მშობლები

ვარსკვლავი დედა, რომელმაც მის ქმართან გააბა რომანი და აუხდენელი ოცნება საკუთარ შვილზე - ლაიზა მინელის ტრაგიკული ცხოვრება

2021-03-13 08:05:52+04:00

12 მარტს ლაიზა მინელი 75 წლის გახდა. ვარსკვლავურ ოჯახში დაბადებული ფაქტობრივად ბავშვობიდან ცნობილი გახდა. თუმცა პოპულარობამ და წარმატებამ მას ბედნიერება ვერ მოუტანა.

ლაიზა ცნობილი რეჟისორის ვინსენტ მინელის და მსახიობ ჯუდი გარლენდის ოჯახში დაიბადა. მისი ბედი თავიდანვე განსაზღვრული იყო - ის ჰოლივუდში იყო დაბადებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

mshoblebi
დედასთან ერთად

დიდ კინოში უკვე 3 წლისა გამოჩნდა, როცა დედასთან ერთდ გადაიღეს ფილმში. 5 წლის ფრედ ასტერთან სტეპს ცეკვავდა, სულ მალე კი ნიუ-იორკის თეატრში ცეკვავდა. პატარა გოგონა, რომელსაც ლამაზს ვერ უწოდებდი, მსახიობობასა და მომღერლობაზე ოცნებობდა. ნიჭიც ყველაფერზე ყოფნიდა და ყველა სამუშაოს თანხმდებოდა, ოღონდ ცნობილი დედის ჩრდილიდან გაეღწია. ეს შეძლო კიდეც.

mshoblebi
ჯუდი და ლაიზა

ჯუდისთან ერთად ლონდონის "პალადიუმის" სცენაზე გამოდიოდა. დედა არ მალავდა, რომ შურდა ქალიშვილის, რომელიც ყველაფერს უფრო მგრძნობიარედ, ბრწყინვალედ აკეთებდა. იმ დროს ჯუდი ქმარს გაეყარა და ამასაც განიცდიდა, დეპრესია ჰქონდა, ალკოჰოლით და აკრძალული პრეპარატებით "ერთობოდა". თუმცა მეორე გათხოვება და ორი შვილის გაჩენა მაინც მოსწრო. თვითონ საკუთარ დეპრესიას ჩაუღრმავდა, ბავშვებზე ზრუნვა კი მთლიანად პატარა ლაიზას მხრებზე დააწვა.

mshoblebi

აქაც ძლიერი აღმოჩნდა და კონკიად არ იქცა. მაინც დააღწია თავი ამ გარემოს და იმიჯიც შეიცვალა: გამომწვევი გახდა, მკვეთრი მაიაჟით დადიოდა, მოკლე ვარცხნილობით, დიდი დეკოლტეებით და მოტმასნილი კაბებით. მისი შემჩნევა ყველამ დაიწყო. მის საოცარ სექსუალურობაზე ყველგან საუბრობდნენ და ჯუდიმ გადაწყვიტა, ლაიზას გზნება ცოტა დაეცხრო - ყველანაირად შეუწყო ხელი და გააყოლა მომღერალ პიტერ ალენს.

mshoblebi
ლაიზა და პიტერ ალენი

თუმცა ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. "მოსიყვარულე" სიდედრმა სიძესთან რომანი გააბა. ლაიზასთვის ეს დიდი დარტყმა აღმოჩნდა - პიტერი სახლიდან გააგდო და დედას სამუდამოდ გადაემტერა.

mshoblebi

ამასობაში მისი კარიერა აღმა მიდიოდა. მიუზიკლ "კაბარეს" წარმატება თავბრუდამხვევი იყო და ლაიზას ნამდვილი ვარსკვლავი ამობრწყინდა. ამ ფილმისთვის მას "ოსკარიც" გადასცეს და აღიარეს, როგორც უნიჭიერესი მსახიობი, რომელსაც შეეძლო ერთდროულად ნიჭიერად ეთამაშა, ემღერა და ეცეკვა.

mshoblebi

სამწუხაროდ, შემდეგი როლები კინოში ვერ აღმოჩნდა ასევე ღრმა და წარმატებული. ბევრს მიაჩნია, რომ ლაიზას დედისგან მემკვიდრეობით მიღებულმა მავნე ჩვევებმა შეუშალა ხელი. მრავალრიცხოვანი რომანები, ალკოჰოლი და აკრძალული პრეპარატები მისი ცხოვრების ნაწილად იქცა. შემდეგი სამი ქორწინება ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა.

mshoblebi

რამდენჯერმე სცადა შვილის ყოლა, თუმცა იმდენჯერვე მოეშალა მუცელი. საბოლოოდ გაუცრუვდა იმედი მამაკაცებში, განსაკუთრებით უკანასკნელი ქმრის - დევიდ გესტის შემდეგ, რომელიც განქორწინებისას ცდილობდა, ქონების დიდი ნაწილი წაერთმია.

mshoblebi
დევიდ გესტთან ერთად

ახლა მარტო ცხოვრობს, გაიკეთა სხვადასხვა კოსმეტიკური პროცედურა ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად, ხანდახან ისევ ჩნდება საჯარო ღონისძებებზე, თუმცა არ მალავს, რომ როგორც ქალი არასდროს ყოფილა ბედნიერი.