კურდღლის ტუჩი, ექვსი თითი, განუვითარებელი კიდურები - ვარსკვლავები, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებით დაიბადნენ
კურდღლის ტუჩი, ექვსი თითი, განუვითარებელი კიდურები - ვარსკვლავები, რომლებიც თანდაყოლილი ანომალიებით დაიბადნენ
იდეალური არავინაა და ადამიანმა ფიზიკური ნაკლის გამო თავდაჯერება არ უნდა დაკარგოს. წარმატების შანსი ყველას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებამ უნაკლო სხეულით არ დააჯილდოვა. ამ ვარსკვლავების მაგალითი ცხადყოფს, რომ გამოკვეთილი ფიზიკური ნაკლითაც შესაძლებელია ცხოვრებით ტკბობა.

თითების დეფორმაცია

მეგან ფოქსი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება, თუმცა თანდაყოლილი დეფექტი აქვს - ბრაჰიდაქტილია. ეს თითების დეფორმაციაა. მეგანს ძალიან მოკლე, განიერი და ულამაზო თითები აქვს. ესაა, რაც გარეგნულად ეტყობა.
ჰოლივუდის კიდევ ერთ ვარსკვლავს, ჯენიფერ გარნერი ტერფის ძვლების განვითარების დეფექტით იტანჯება. ამის გამო თითების
არაბუნებრივი წყობა აქვს. ზომაშიც საგრძნობლად
განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამის მიუხედავად, ოპერაციას არ ჩქარობს და არხეინად ატარებს ღია ფეხსაცმელებს.
mshoblebi

ზარმაცი თვალი

პერის ჰილტონის საფირმო ირიბი მზერა სულაც არ გახლავთ ფოტოპოზირებისთვის დამახასიათებელი ჩვევა. მისი მარცხენა თვალი ზომაში აშკარად ჩამორჩება მარჯვენას, რადგან ქუთუთოს კუნთი დასუსტებულია. პერისმა შეძლო და ეს ნაკლი ღირსებად აქცია. სხვათა შორის, იგივე პრობლემა ჰქონდა დემი მურს, თუმცა მას ბავშვობაში ოპერაცია გაუკეთეს. მას მერე სათვალეს ატარებს, თუმცა არა წითელ ხალიჩაზე და ფოტოსესიების დროს.
mshoblebi

კურღლის ტუჩი

ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი კურდღლის ტუჩით დაიბადა. მას დღემდე აქვს იარა ცხვირსა და ზედა ტუჩს შორის. ამიტომაც ხშირად უშვებს წვერს. ეს დეფექტი 600 ახალშობილიდან ერთს ემართება. 
mshoblebi

6 თითი

მსახიობ ჰოლი ბერის ფეხებზე 6-6 თითი აქვს. ის არაფერში ხელს არ უშლის, თუმცა უცნაურად გამოიყურება. იგივე ნაკლი აქვს ოპრა უინპრის. „ჯეიმს ბონდისა“ და „სპარსეთის პრინცის“ ვარსკვლავს ჯემ არტერტონს კი ორივე ხელზე 6-6 თითი ჰქონდა. ექიმებმა ისინი ჩვილობის ასაკშივე მოაჭრეს.
mshoblebi

3 ძუძუ

ტილდა სუინტონზე ბევრჯერ უთქვამთ, რომ უცნაური გარეგნობა აქვს. აღმოჩნდა, რომ თანდაყოლილი დეფექტიც განსაკუთრებით უცნაური ჰქონია - ტილდას მესამე ძუძუც აქვს. თურმე ეს არც ისეთი უკიდურესი იშვიათობა ყოფილა, უბრალოდ ხშირად ის დიდ ხალს წააგავს. შეიძლება, ბევრმა არც იცის, რომ მისი თანდაყოლილი ლაქა სინამდვილეში ძუძუს არეოლა.
mshoblebi

ჰეტეროქრომია

სხვადასხვა ფერის თვალი არც ისე დიდი იშვიათობაა და ალბათ ერთადერთი ანომალია, რომელიც ადამიანს ალამაზებს. მსახიობი კეიტ ბოსუორტი მშვენივრად აჟუჟუნებს თავის ფერად „ანომალიურ“ თვალებს და ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. ჰეტეროქრომია აქვთ დევიდ ბოუის, მილა კუნისს, ჯეინ სეიმურს და კიფერ საზერლენდს.
mshoblebi

შეზრდილი თითები

სამედიცინო ენაზე მას სინდაქტილია ეწოდება. თითები ერთმანეთზეა შეხორცებული. ბევრი ამას ისე ეჩვევა, ოპერაციასაც არ იკეთებს და იუმორითაც მოიხსენიებენ საკუთარ ნაკლს. გადაბმული თითები აქვთ ეშტონ კატჩერს, დენ ეკროიდს, რეიჩელ სტივენსს.
mshoblebi

ვიტილიგო

პიგმენტაციის დარღვევის გამო მუქკანიანი ვინი გარლოუს კანი თეთრი ლაქებით არის დაფარული. სკოლაში მან ამის გამო ბულინგიც გადაიტანა. 2014 წელს კი მონაწილეობა მიიღო შოუში „ტოპ-მოდელი ამერიკულად“. ამის შემდეგ მისი ვარსკვლავური კარიერაც დაიწყო და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ წარმატებულ სუპერმოდელად ითვლება.
mshoblebi

აქონდროპლაზია

ეს გენური მუტაციის შედეგია, რომელიც კიდურების ზრდის შეფერხებას იწვევს, ამ დროს კი თავი და ტორსი ნორმის ფარგლებში ვითარდება. ამ ანომალიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ტირიონი ლანისტერის როლის შემსრულებელი პიტერ დინკლეიჯია. მან ზრდა 10 წლის ასაკში შეწყვიტა, თუმცა მშობლები და ძმა ჩვეულებრუივი სიმაღლის ჰყავს. ფაქტია, მისმა ნაკლმა პიტერს არათუ ხელი შუშალა, კარიერის აწყობაში დაეხმარა კიდეც. მსახიობი ბედს ნამდვილად არ უჩივის, ჰყავს მშვენიერი მეუღლე და ორი შვილი.
mshoblebi

ექტოდერმული დისპლაზია

მსახიობი მაიკლ ბერიმანი თანდაყოლილი დეფქტით დაიბადა. ეს დარღვევა ჯერ კიდევ ემბრიონის ფაზაში მყოფ სხეულს კანის ფორმირებაში უშლის ხელს. არღვევს ასევე კბილების, თმოვანი საფარის და ზოჯგერ საცრემლე და საოფლე ჯირკვლების მუშაობას. სამაგიეროდ, უცნაური გარეგნობის გამო 27 წლის ასაკში ფილმ „დოკ სევეჯის“ სამსახიობო შემადგენლობაში მოხვდა. ამის შემდეგ საშინელებათა ფილმებით დიდ წარმატებას მიაღწია.
mshoblebi

ფოკომელია

მეტ ფრეიზერი განუვითარებელი ზედა კიდურებით დაიბადა. მიზეზი მედიკამენტი იყო, რომლებსაც დედამისი ორსულობისას იღებდა. ეს წამალი ძალიან ბევრ ორსულს ენიშნებოდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, წამალს სათანადო კვლევები გავლილი არ ჰქონდა და მის შედეგად ბავშვები უხელ-ფეხოდ ან კიდურების სხვადასხვა ანომალიით  იბადებოდნენ. (წაიკითხეთ ამის შესახებ: წამალი, რომელმაც უხელ-ფეხო ბავშვების დაბადება გამოიწვია - შეუმოწმებელი პრეპარატი ახლო წარსულიდან, რომელმაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია)
მეთი,  უცნაური გარეგნობის მიუხედავად, 18 წლის ასაკში უკვე როკ-ჯგუფში უკრავდა. იქედან კი გადასაღებ მოედანზე გადაინაცვლა.
mshoblebi
46117
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ნოდარი
1
ზოგიერთ მათგანს თურმე ლაყუჩები და კუდიც ქონიათ, აბა...
10:57 / 22-03-2021
ekk
3
პერის ჰილტონს ბოტოქსის დროს დაუზიანდა თვალი
10:20 / 22-03-2021
გიო
0
პრაფესორები ხართ
23:54 / 20-03-2021
თამუნა ქად
0
ეს მედიკამემტი იუო ტალიდომიდი.
10:01 / 20-03-2021
severion
0
კონტაგანი ძილის წამალი რომელსაც ფეხმძიმე ქალები იღებდნენ და ახალშობილები განუვითარებელი ხელ-ფეხით იბადებოდნენ
01:07 / 20-03-2021
myquiz
მსგავსი სიახლეები