სულ ცოტა ხნის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მომღერალი მარიკა თხელიძე შეყვარებული იყო და ოჯახის მეორედ შექმნას აპირებდა. მარიკას რჩეული ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი მანველიძეა. ისევე როგორც მარიკა, გიორგიც იმყოფებოდა მანამდე ქორწინებაში. მას ორი შვილი ჰყავს, მარიკას კი ერთი ბიჭი - ნიკოლოზი.
წყვილმა რამდენიმე საათის წინ ურთიერთობა იუსტიციის სახლში ოფიციალურად დააკანონა და ამის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
თეკლა ჟვანია