დღეს ექიმისა და ტელეწამყვანის ნინო ნადირაძის დაბადების დღეა. ბევრი ადამიანი ულოცავს ამ დღეს, მათ შორის, უფროსი და ნათია ნადირაძე:
"ნინი გილოცავ დაბადების დღეს, უნდა შევაბერდეთ ერთმანეთს, კი იცი, როგორსაც ვხედავ ჩვენს სიბერეს - "ბასეინთან" მიწოლილი ქიშმიშები (მე მსუქანი ქიშმიში). შენ პანტაპის კოლოფი თავთან და მე რამე ფსიქოტროპული, შენ პრაგმატულად მოაზროვნე და მე კვლავ გამოუსწორებელი რომანტიკოსი და მთავარი გრძელი მუნდშტუკებით. შენ ბევრი სამკაულებით, ბუმბულებიანი შიფონის ხალათით და მე სიბერეშიც ზეკონსერვატული. მიყვარხარ, ჩვენ ერთი მთლიანის ორი ნაწილი ვართ. მინდა სულ ყველა ბრძოლა მოიგო და ბედნიერი მყავდე. მთავარი დამავიწყდა - შენ კვლავ სქელი და გრძელი თმა და მე ჩალმით..."
ნინო ნადირაძე 48 წლის გახდა. დაბადების დღეს უკვე ბებიის რანგში შეხვდა - მის ქალიშვილს ბაია კუზანოვას პატარა ვაჟი ჰყავს, რომლის გაზრდაში დედაც ეხმარება.