მარიტა მელიქიშვილისა და გიორგი გასვიანის წყვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათი ცხოვრების სიახლეებს ყოველთვის დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს.
პოპულარული წყვილი ბევრ გადაცემასა და შოუში მიიწვიეს და მათი სიყვარულის ისტორია ყველასთვის კარგად ნაცნობია. მარიტასა და გიორგის ამჯერად ტელევიზია ეწვია სახლში და მოსიყვარულე ოჯახზე რეპორტაჟი მოამზადეს. როგორც ცნობილი გახდა, წყვილთან ერთად ცხოვრობს გიორგის დედა - რუსიკო, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს რძალთან.
"ჩვენი დილა, როგორც კი გამოვდივართ, იწყება ყავით. რუსო გვახვედრებს ხოლმე საუზმეს და დილა იწყება იდეალურად. რუსიკოს უფრო უყვარს თურქული ყავის ძველებური მეთოდით გაკეთება, დაფქვა და ა.შ.
რუსიკო დეიდას ვეძახდი ხოლმე და ძალიან არ მოსწონდა. ახლა რუსიკო, რუსო - ასე ვეძახი ხოლმე შინაურულად. ძალიან ახლო და მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. აი, ახლა მაკიაჟიც გავუკეთე და ძალიან ვხალისობთ ყოველთვის ერთად. ხშირად მუსიკები გვაქვს ხოლმე ჩართული და გიო რომ მიდის, არ ვიწყენთ ხოლმე", - ამბობს მარიტა.