ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ექიმი, გადაცემა „პირადი ექიმის“ წამყვანი მარი მალაზონია მაყურებელს განსაკუთრებით ხიბლავს თავისი აკადემიური სტილითა და გაწონასწორებული იმიჯით. თუმცა დღევანდელ ეთერში მან ემოციები და ცრემლები ვერ შეიკავა. საქმე იმაშია, რომ ქალბატონ მარის დღეს დაბადების დღე აქვს, გადაცემის შემოქმედებითმა ჯგუფმა კი მას პირდაპირ ეთერში სიურპრიზი მოუწყო და ერთობლივად, ყვავილებით ხელში მიულოცა ეს დღე.
„დღეს ჩვენი საყვარელი პირადი ექიმის, მარი მალაზონიას დაბადების დღეა. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, არ შეგვეძლო არ მოგველოცა, მთელი შემოქმებითი ჯგუფი ჩვენთან არის, ძალიან გვიყვარხართ, ძალიან გვეიმედებით და გვინდა, რომ სულ ასე იბრწყინოთ“ - ასე მიმართეს იუბილარს.
ქალბატონ მარის კი, რომლისთვისაც აშკარად მოულოდნელი იყო ეს სასიამოვნო ჟესტი, ემოციებმა ცრემლები მოჰგვარა.
„ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის განსაკუთრებული ჯგუფი, რომლის თანადგომის გარეშეც ვერცერთი დღე ვერ ვიმუშავებდით. მოვიკრებ ძალებს და გავაგრძელებ... თქვენ ხედავთ ან ვერ ხედავთ იმ ადამიანებს, რომელთა დაუღალავი შრომით კეთდება ეს გადაცემა. მათ პრაქტიკულად არ უძინიათ გაზაფხულის შემდეგ და ეს რეჟიმი გრძელდება. და მიუხედავად იმისა, მათ კადრში ხედავთ თუ არა, მათი შრომა, მათი შრომის შედეგი არის ძალიან ხილული. მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის და მადლობა ამ მოლოცვისთვის“ - განაცხადა იუბილარმა.
Mshoblebi.ge უერთდება მილოცვებს და ქალბატონ მარის ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.