დღეს ექიმსა და ტელეწამყვანს ნინო ნადირაძეს დაბადების დღე ჰქონდა. უამრავი მილოცვა მიიღო, დღის ბოლოს კი ამ ტექსტით მიმართა ქალბატონებს:
"მივმართავ ყველა 20-30-40 და ა.შ. ასაკის გოგოებს, იცოდეთ, ყველაფერი კარგი ჯერ წინ გაქვთ და აზრზეც არ ხართ! მეც არ ვიყავი, სანამ არ გავხდი 48-ის. მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა მოლოცვა და უზომოდ გამაბედნიერა".
ქალბატონ ნინოს უამრავმა ადამიანმა მიულოცა. მათ შორის, უფროსმა დამ ნათია ნადირაძემ:
"ნინი გილოცავ დაბადების დღეს, უნდა შევაბერდეთ ერთმანეთს, კი იცი, როგორსაც ვხედავ ჩვენს სიბერეს - "ბასეინთან" მიწოლილი ქიშმიშები (მე მსუქანი ქიშმიში). შენ პანტაპის კოლოფი თავთან და მე რამე ფსიქოტროპული, შენ პრაგმატულად მოაზროვნე და მე კვლავ გამოუსწორებელი რომანტიკოსი და მთავარი გრძელი მუნდშტუკებით. შენ ბევრი სამკაულებით, ბუმბულებიანი შიფონის ხალათით და მე სიბერეშიც ზეკონსერვატული. მიყვარხარ, ჩვენ ერთი მთლიანის ორი ნაწილი ვართ. მინდა სულ ყველა ბრძოლა
მოიგო და ბედნიერი მყავდე. მთავარი დამავიწყდა - შენ კვლავ სქელი და გრძელი თმა და მე ჩალმით..." - წერს ნათიანადირაძე.
დაბადების დღეს ნინო ნადირაძე უკვე ბებიის რანგში შეხვდა - მის ქალიშვილს ბაია კუზანოვას პატარა ვაჟი ჰყავს, რომლის გაზრდაში დედაც ეხმარება.