საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ხშირად ჩანს ტელეეკრანებზე და განსაკუთრებით კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის პერიოდში აქტიურად უწევს საზოგადოების წინაშე გამოჩენა. ქალბატონი თამარი 2019 წლიდან არის აღნიშნულ თანამდებობაზე, თუმცა მანამდე საკმაოდ დიდი გზა აქვს გავლილი.
როგორც მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, 1969 წლის 7 ნოემბერს არის დაბადებული თბილისში.
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2007-2009 წლებში მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი, სპეციალიზაციით ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი - ათენისა და ჯორჯიის უნივერსიტეტებში.
კარიერა უბნის ექიმის რანგში დაიწყო - 1992-2001 წლებში სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობდა ჩუღურეთის რაიონის საოჯახო მედიცინისა და სამკურნალო დიაგნოსტიკის ცენტრში. შემდეგ იყო კლინიკური დირექტორი საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში, ჯანმრთელობის პოლიტიკის სპეციალისტი, მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ექსპერტ-ანალიტიკოსდ, დეპარტამენტის უფროსად, კონსულტანტად. 2011 წელს იყო გაეროს მოსახლეობის ფონდის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეროვნული საბჭოს ტექნიკური მრჩეველი.
2011-2016 წლებში - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოში ტუბეკულოზის პრევენციის პროექტის (2011-2016წწ) დირექტორი, University Research Co. LLC; 2018 წელს იყო ტუბერკულოზის კონტროლისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების ექსპერტი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტში TB Care II (გლობალური),University Research Co. LLC, სამუშაოს შესრულების ადგილი: ვიეტნამი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა, ყაზახეთი, უკრაინა. 2017 წლის ივლისი-2018 წლის თებერვალი - პროექტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მალარიის ელიმინაციის პროგრამა, ფნომ ფენი, კამბოჯა, University Research Co. LLC. 2018 წლის ივნისი-2019 წლის თებერვალი - ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „პლატფორმა ტუბერკულოზის გამოვლენის, მართვისა და პრევენციისთვის“ მანილა, ფილიპინები, University Research Co. LLC რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ჰყავს მეუღლე - კახი მუხიგულაშვილი და ორი შვილი - 26 წლის ანი და 20 წლის რევაზი.