ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება -აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად და სასურველი უნივერსიტეტების ასარჩევად.
როგორ ირჩევდნენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებს ადრე და რა შეიცვალა დღემდე? როგორ იღებენ გადაწყვეტილებას თანამედროვე აბიტურიენტები და როგორ შეცვალეს დღემდე მიდგომა უნივერსიტეტებმა?
ეს მიდგომა დღემდე შეუცვლელი და პოპულარულია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: აბიტურიენტი ადგილზე უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე - დისტანციურად მიიღებდა. ამიტომაც, თუკი აბიტურიენტი ხარ, აუცილებლად ეწვიე სასურველ უნივერსიტეტს; ნახე შენობა და ინფრასტრუქტურა; გაეცანი პროგრამების ხელმძღვანელებს და დასვი ყველა კითხვა, რაც გაქვს. დღესდღეობით პანდემიის გამო უამრავმა უნივერსიტეტმა ღია კარის დღე ონლაინ-რეჟიმში გადაიტანა, რითაც კიდევ უფრო გამარტივდა ინფორმაციის მოძიება.
საბოლოო ჯამში აუცილებლად ისარგებლე თითოეული ზემოთდასახელებული წყაროთი; გამოიყენე ყველა გზა იმისთვის, რომ შენი არჩევანი ინფორმირებული იყოს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს: ხუთი ფაკულტეტი და 12 საგანმანათლებლო პროგრამა; სტუდენტზე მორგებული დაფინანსების მოდელები; ხალისიანი და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება; წარმატებული და პროფესიონალი ლექტორები - ამ და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი კომპონენტით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტობა 100%-ით დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი გახდება თითოეული სტუდენტისთვის!
ამიტომაც გააკეთე ინფორმირებული არჩევანი და აირჩიე 115!