ამქვეყნად ყველა ბავშვი ლამაზია, გამონაკლისის გარეშე. ულამაზო პატარა არ არსებობს. თუმცა ზოგიერთ წყვილს განსაკუთრებით ქარიზმატული და მიმზიდველი შვილები ჰყავს, რომელთა მიმართ საზოგადოება ყოველთვის გამოხატავს აღფრთოვანებას. ასტროლოგები ფიქრობენ, რომ ასეთი ბავშვების მშობლებს შორის განსაკუთრებით ჰარმონიულია პლანეტების განლაგება.
ჰოროსკოპის მიხედვით არსებობენ შეთავსებადი, შეუთავსებელი და იდეალური წყვილები. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ შვილების გარეგნობა და ხიბლი მხოლოდ მემკვიდრეობის და აღზრდის დამსახურება არაა. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, რომელი ზოდიაქოს ქვეშ დაიბადნენ დედა და მამა.
ვარსკვლავები და პლანეტები განსაზღვრავენ რამდენად ჰარმონიული იქნება წყვილის თანაცხოვრება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთვარეს, რომელიც ემოციებს აკონტროლებს. ასევე ვენერას, რომელიც სასიყვარულო ენერგიას მართავს; მარსს, რომელიც წყვილებს შორის ლიბიდოს განსაზღვრავს; ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არსებობს 3 წყვილი ზოდიაქოს მიხედვით, რომლებსაც უფრო ხშირად უჩნდებათ ისეთი შვილები, რომლებიც განსაკუთრებით იწვევენ სხვების აღფრთოვანებას როგორც გარეგნობით, ასევე ქცევით.
ამ წყვილების შვილები განსაკუთრებით კონტაქტურები და აქტიურები არიან. უმცროსთან თუ უფროსთან - ყველასთან პოულობენ საერთო ენას. ეს ბავშვები მშობლებისგან საუკეთესოს იღებენ და განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ გარშემომყოფთა შორის.
მათი კავშირი მყარი და ჰარმონიულია, მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის.
მათი შვილებიც მგრძნობიარენი და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოვებულები არიან. როგორ წესი, შინაგანი სილამაზე მათ გარეგნობაზეც აისახება. მათ ადრეული ასაკიდანვე ესმით ოჯახური ფასეულობები და გარშემომყოფთა მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩევიან. დედა კურო ჯიუტიცაა. მისგან ბავშვები პრინციპულობას და თავისი ინტერესების დაცვას სწავლობენ, თუმცა ძალიან სამართლიანები და ზრდილობიანები არიან.
მათი შვილები ძალიან ჭკვიანები, ზრდილობიანები და მორიდებულები არიან. იმდენად ბრძნული საუბარი აქვთ, იმდენად წინდახედულად იქცევიან, რომ მათზე იციან თქმა „ასჯერ დაბერებულიო“.