"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა..." - ანი ბებიასა და ჯერი ბეროშვილის უჩვეულო ფოტოსესია
"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა..." - ანი ბებიასა და ჯერი ბეროშვილის უჩვეულო ფოტოსესია
მსახიობი ანი ბებია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა დედა, მოულოდნელი ფოტოსესიით გამოჩნდა. ფოტოებზე ნაჩვენებია, როგორ აჭმევს ძუძუს შვილს. ანის სურს, ძუძუთი კვების, ბუნებრივი კვების აგიტაციას შეუწყოს ხელი ამ ფოტოსესიით.

ჯერი ანის და ილო ბეროშვილის საერთო შვილია. ილოს პირველი ქორწინებიდან, ნელი აგირბასთან, გოგონები ჰყავს.

ფოტოებთან ერთად ანი შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
mshoblebi
"ალბათ აბდაუბდად დავწერ. დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა უფრო მგონია, რომ მოგეწონებათ, მაგრამ საკუთარ თავს არ გამოუტყდებით.
მე ძალიან მომწონს!
ყველაზე საოცარი რამ არის ლაქტაცია, რაც უფალმა გვაჩუქა და თან
მართლა ლამაზია და რა ვქნა.
#კვებეშენირძით

Nini Ninuca Photography მადლობა ამ გოგოს ამ ფოტოებისთვის".
mshoblebi

ანის მეუღლე ძალიან ეხმარება შვილის გაზრდაში და აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში.
საზოგადოებისგან ხშირად იყო შეკითხვა ბიჭუნას სახელთან დაკავშირებით, რაზეც ანიმ თქვა, რომ "ჯერი" ასტროლოგიის მიხედვით დაარქვა.

- ჯერი ვირთხის წელში გაჩნდა. ასტროლოგიას, ზოდიაქოს ნიშნებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. პირადად მე, მაიმუნის წელში, მერწყულის ნიშნის ქვეშ დაბადებული ვარ. მაიმუნზეც და მერწყულზეც ვგიჟდები!.. აბა, ვირთხა როგორი საყვარელია? ვირთხასთან დაკავშირებით, ადამიანს ცუდი ასოციაცია უჩნდება. მერე გამახსენდა, რომ "ტომი და ჯერის" ჯერი წრუწუნა, თითქმის იგივე ვირთხაა. ის ხომ უსაყვარლესია? თან, ამ მულტფილმზე ვგიჟდები, ისე მიყვარს! აქედან გაჩნდა ბავშვისთვის სახელის დარქმევის იდეაც: აღვნიშნე - ჯერი
რა საყვარელია. საერთოდაც, რა მაგარი სახელია, მოდი ჯერი დავარქვათ-მეთქი! ასე გავასაყვარლე ვირთხის წელიწადი. ბევრი მეუბნება, რომ მე მგავს, ბევრი - ილოს ჰგავსო. ყველაზე მეტად მაინც ჩვენ ვხვდებით, ვის ჰგავს, მაგრამ მართლა ასეა: ჯერი ხან მე მგავს, ხან - ილოს. ვერ იტყვი, - "კოპიო" მამა ან დედააო. გარეგნობის რაღაც დეტალებით მე მგავს, რაღაცებით - მამას. ისეთი მუსიკალური სმენა აქვს, რომ გაოგნებული ვარ. ალბათ, ამით მამას დაემსგავსა, რადგან მუსიკალური სმენა მე არ მაქვს (იცინის). ჯერის ხასიათს ჯერ ვერ ვხვდებით, მაგრამ კამერის მიმართ გიჟური სიყვარული აქვს - ამით მშობლებს დაგვემსგავსა. მაგალითად, როგორც კი ტელეფონს დაინახავს, მაშინვე კამერაში იყურება. პირველი სიუჟეტის გადასაღებად ტელევიზიიდან რომ გვესტუმრნენ, ჯერი დაახლოებით 1 კვირის იყო და კამერაში გიჟივით იყურებოდა. დღემდე ასეა.

თეკლა ჟვანია
143083
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
ქეთი
0
მართლაც ყველაზე ლამაზი და ბედნიერი მონეტია ❤
09:05 / 01-05-2021
ნონა
0
ძალიან ლამაზი კადრებია
19:20 / 30-04-2021
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი