ცნობილი ქვრივები - მამაკაცები, რომლებმაც საყვარელი ქალები დაკარგეს და დიდხანს იგლოვეს
ცნობილი ქვრივები - მამაკაცები, რომლებმაც საყვარელი ქალები დაკარგეს და დიდხანს იგლოვეს
დღეს მოგიყვებით ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ მამაკაცებზე, რომლებმაც საყვარელი ქალები დაკარგეს.

ლიამ ნისონი
mshoblebi

ამერიკელი მსახიობის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია მოხდა. 2009 წელს მისი მეუღლე, მსახიობი ნატაშა რიჩარდსონი სათხილამურო კურორტზე სრიალის დროს დაშავდა. თავიდან ქალმა ტრავმას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა, შემდეგ კომაში ჩავარდა. ექიმებმა თქვეს, რომ ქალს მაშინვე რომ მიემართა მათთვის, ალბათ გადარჩებოდა. ძნელი წარმოსადგენია, თუ რამხელა ტკივილი გადაიტანა ლიამ ნისონმა. მათი ქორწინება ჰოლივუდში ერთ-ერთ მყარ და ლამაზ კავშირად ითვლებოდა. 15 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და არც ერთხელ აღმოჩენილან ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში.
მაშინ ნისონი დეპრესიაში იყო და
თითქმის ორი წელი გადაღებებში მონაწილეობა აღარ მიუღია. თუმცა, მსახიობი ახლა კვლავ განაგრძობს თაყვანისმცემლების ახალი როლებით განებივრებას.

კიანუ რივზი
mshoblebi

ჰოლივუდის ყველაზე იდუმალი მსახიობის ცხოვრებაშიც საშინელი ტრაგედია დატრიალდა. კიანუ რივზიმ 1998 წელს გაიცნო გოგონა, სახელად ჯენიფერ საიმი. მათ ურთიერთობა დაიწყეს და მსახიობმა მალევე შეიტყო, რომ მამა გახდებოდა. წყვილმა შვილს სახელიც კი შეურჩია... მაგრამ, ბავშვი მკვდარი დაიბადა. ეს მათთვის ძალიან დიდი ტრაგედია იყო, თუმცა პოპულარულ მსახიობს განსაცდელი კიდევ წინ ჰქონდა.
mshoblebi
ერთ ღამით, წვეულებიდან მომავალი საიმი ავარიაში მოყვა. მანქანას თავად მართავდა, კონტროლი დაკარგა და გადაყირავდა. გოგონა დაიღუპა...
რივზი ძალიან ბევრი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან დაუწყია. სულ რაღაც 2 წლის წინ ცნობილი გახდა, რომ მხატვარ ალექსანდრა გრანტთან აქვს ურთიერთობა.

პირს ბროსნანი
mshoblebi

პირს ბროსნანი თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს მაშინ შეხვდა, როცა ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული. პირველი მეუღლე კასანდრა ჰარისი 1978 წელს გაიცნო და მალევე სთხოვა ცოლობა. წყვილმა ერთად ბედნიერი ხუთი წელი გაატარა, მაგრამ შემდეგ ქალს კიბო დაუდგინდა. თუ რამ ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა, პირს ბროსნანმა ყველაფერი გაიღო, მაგრამ მისი მეუღლე გარდაიცვალა. თითქმის 10 წელი დასჭირდა, რომ ეს საშინელი ტრაგედია გადაეტანა და კვლავ მიეცა საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება. ახლა ის ჟურნალისტ შეი სმიტზეა დაქორწინებული.

altპირს ბროსნანისა და მისი ცოლის 27-წლიანი ქორწინება და სიყვარული, რომელიც ბევრისთვის სამაგალითოა


პოლ მაკარტნი
mshoblebi

პოლ მაკარტნიმ თავისი პირველი მეუღლე რომ გაიცნო, მაშინ ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის მომავალი სოლისტი იყო. მათი სიყვარული ორ წელში ქორწინებით დასრულდა და ფერმაში გადავიდნენ საცხოვრებლად. წყვილს ყველაფერი ჰქონდა, რომ ბედნიერად ეცხოვრა: 3 შვილი ჰყავდათ, საკმაოდ კარგი ჰონონარი და დიდი პოპულარობა მომღერალს. თუმცა, ლინდას, მის მეუღლეს, მკერდის კიბო დაუდგინდა. 3 წელი ებრძოდა დაავადებას, მაგრამ ქალმა ეს ბრძოლა ვერ მოიგო...

ტრაგედიიდან 4 წლის შემდეგ, პოლმა ჰიზერ მილსზე იქორწინა, თუმცა, ეს ქორწინება საკმაოდ ხანმოკლე აღმოჩნდა. მაკარტნი უკვე 10 წელია ნენსი შეველზეა დაქორწინებული.

რომან პოლანსკი
mshoblebi

ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეჟისორის რომან პოლანსკის ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია მოხდა. მისი 26 წლის მეუღლე, შერონ ტეიტი, ჩარლზ მენსონის სექტის მანიაკებმა სასტიკად მოკლეს. ის ფაქტი, რომ მკვლელობის დროს ქალი ორსულობის მე-9 თვეში იყო, ამბავს კიდევ უფრო საშინელს ხდის...

რეჟისორი წნეხსა და ტკივილს ამერიკიდან გაექცა. თუმცა, ტრაგედიის შემდეგ იპოვნა ძალა და ახლა ფრანგ ქალზე ემანუელ სენზეა დაქორწინებული.

2131
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები