
ჯოში პოპულარული მაშინ გახდა, როცა სულ რაღაც 5 წლის იყო. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ დედამ რეკლამისთვის კასტინგზე მიიყვანა. ცისფერთვალება ქერა ბიჭმა მალევე მიიპყრო ყურადღება და შოკოლადის შეფუთვაზე მისი სახე გამოჩნდა. მას შემდეგ ჯოშის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის.

არავინ ფიქრობდა, რომ ბეიტსონი "ქინდერ-შოკოლადის" სახედ დიდხანს დარჩებოდა,

ჯოში ახლა 26 წლისაა. ლონდონში ცხოვრობს. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაამთავრა უნივერსიტეტი. თუმცა, გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი სამოდელო ბიზნესისათვის მიეძღვნა. გასაკვირი არ არის, რომ ყველასთვის საყვარელი ბავშვი ძალიან სიმპათიური და პოპულარული ბიჭი გახდა, რომელსაც ნებისმიერი გოგოს მოჯადოება შეუძლია. გარდა ამისა, ათლეტურად გამოიყურება, დაკავებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით, მათ შორის, სერფინგითა და ჯომარდობით.

ჯოში დასთან ერთად
ჯოშს ტყუპისცალი და ჰყავს. ცოლი ან საყვარელი ქალი კი - არა. ცოტახნის წინ, თაყვანისმცემლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბიჭი ერთ-ერთ პოპულარულ გაცნობის საიტზე დარეგისტრირდა. ამიტომ, ყველას, ვინაც ინგლისური კარგად იცის,

ბიჭი იდეალურად გამოიყურება, თუმცა, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში უცნაური სურათების განთავსება დაიწყო, სადაც არაბუნებრივად გამოიყურება. ჯოში ან ძალიან გაერთო სხვადასხვა ფილტრის მორგებითა და ფოტოშოპით, ან გარეგნობის შესაცვლელად სხვადასხვა პროცედურას მიმართავს. თუმცა, თაყვანისმცემლები იმედოვნებენ, რომ ბიჭი ფოტორედაქტორს იყენებს.


