13 წლის მედი ლემბერტის და მისი 15 წლის ბოიფრენდის, აიზეკის ისტორია მთელმა მსოფლიომ შეიტყო. მედი სწორედ ამ ასაკში დაფეხმძიმდა და გოგონას დედა გახდა. ახლა მედი 17 წლისაა. მაინ მოიკრიბა ძალა და გადაცემაში Truly იმ სიძულვილისა და გაკიცხვის ტალღაზე ისაუბრა, რაც მას სოციალური ქსელებით თავს დაატეხეს.
„ფეხმძიმობის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე აბორტზე ან გაშვილებაზე დავიწყე ფიქრი. მაგრამ რა წამსაც თვალი მოვკარი ბავშვს ექოსკოპიის აპარატის ეკრანზე, მივხვდი, რომ ჩემს შვილს ვერ დავთმობდი. ყოველთვის ზემოდან ვუყურებდი არასრულწლოვან დედებს, ახლა ვხვდები, როგორ ვცდებოდი“ - ამბობს გოგონა.
როცა მედიმ ბავშვის შენარჩუნება გადაწყვიტა, მომენტალურად შეეჯახა ლანძღვა-გინების კორიანტელს. ყველაზე ჰუმანური სიტყვები, რაც თავის მისამართით მოისმინა იყო „დამთავრდა შენი ცხოვრება, მთელი ცხოვრება დაგენგრევა“.
„ამხელა სიძულვილმა მეტი ძალა მომცა და გამიჩინა სურვილი, რომ საუკეთესო დედა გავმხდარიყავი, მიუხედავად ჩემი ასაკისა“ - იხსენებს მედი.
როცა ქვეყანას პატარა გოგონა, ევერლი მოევლინა, აღმოჩნდა, რომ დედას არათუ დაუნგრია ცხოვრება, პირიქით, ბევრად უკეთესი გახადა ის. მედი ამბობს, რომ ცხვრებაში თავისი ადგილი პოვნა ყოველთვის უჭირდა, ახლა კი იცის, ვისთვის ცხოვრობს.
რაც შეეხება ახალგაზრდა მამას, აიზეკს, ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო თუ არა, მაშინვე გაქრა გოგონას ცხოვრებიდან. თუმცა მოგვიანებით იგრძნო პასუხისმგებლობა და დაბრუნდა.
„მედი რომ დაორსულდა, 15 წლის ვიყავი. ჯერ ხუმრობა მეგონა, მერე ძალიან შემეშინდა. ახლა ძალიან ვნანობ, ნახევარი წლის განმავლობაში რომ მედის გვერდით არ ვიყავი, მაგრამ ახლა ერთად ვართ“ - ამბობს აიზეკი.
„ბევრს ჰგონია, რომ ჩემი ასაკის გოგო კარგი დედა ვერ იქნება, მაგრამ მეც ისეთივე დედობრივი გრძნობები მაქვს, როგორც სხვებს. კარგი დედა ხომ ისაა, ვინც შვილის გამო არაფერს იშურებს და თავს არ ზოგავს. მე, მაგალითად, ბავშვობა დავთმე მის გამო და დღემდე ბევრ რამეზე შეგნებულად ვამბობ უარს. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერს ჩემი შვილის გამო ვაკეთებ“ - ამბობს 17 წლის დედა.
"ბევრი მოზარდი ცხოვრობს სქესობრივად და მალავს ამას" - რისი თქმა სურთ გინეკოლოგებს მშობლებისთვის